ინგლისური კლუბები სტუმარი გუნდის ქომაგებისთვის ბილეთის ფასს ამცირებენ

AutoSharing Option
ინგლისურმა კლუბებმა ერთმანეთში მოლაპარაკება დაიწყეს, რომ სტუმარი გუნდების ფანებზე ბილეთის ფასმა დაიკლოს.

"სუონსის" ფანები "ჰალთან" და "ნიუკასლთან" გასვლითი შეხვედრების ბილეთში 20 ფუნტს გადაიხდიან (ბავშვებზე 5 ფუნტი). იგივე პრინციპით დაესწრებიან "სუონსის" საშინაო მატჩებს "ჰალისა" და "ნიუკასლის" ფანები.

სტუმართა გუნდების ქომაგებისთვის ბილეთის ფასის დაკლებაზე შეთანხმდნენ ასევე "ნიუკასლი" და "ვესტ ბრომვიჩი". მათ გულშემატკივრებს გასვლით მატჩზე დასწრება 15 ფუნტად შეეძლება, ხოლო ბავშვებს - 5 ფუნტად.

"პრემიერლიგის სხვა კლუბებთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, რომ მომავალში შეთანხმების შესახებ გავაცხადებთ. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ გასვლით მატჩებზე წასულ
ქომაგებს ხარჯები შეძლებისდაგვარად შევუმციროთ",
- თქვა "სუონსის" ვიცე-პრეზიდენტმა ლი დინინმა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული