არსენ ვენგერმა ვოიცეხ შჩესნის ახალი ლემანი უწოდა [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის მე-8 ტურში ლიდერმა "არსენალმა" 4:1 გაანადგურა "ნორვიჩ სიტი".

მე-18 წუთზე სანტი კასორლამ, ოლივიე ჟირუმ და ჯეკ უილშირმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ამ უკანასკნელმა გოლით დაასრულა.

58-ე წუთზე ჟირუს პასით გოლი თავით მესუთ იოზილმა გაიტანა.

70-ე წუთზე ჯონათან ჰოუსონმა ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ ჯერ აარონ რემსიმ საჯარიმოში მცველებს თავბრუ დაახვია, შემდეგ კი უელსელის პასით იოზილმა დუბლი შეასრულა.

პირველ ტაიმში ტვინის შერყევა მიიღო და მოედანი დატოვა "არსენალის" ფრანგმა ლეგიონერმა მატიო ფლამინიმ.

მატჩის შემდგომ არსენ ვენგერმა "არსენალის" გოლკიპერ ვოიცეხ შჩესნის ახალი
ლემანი
უწოდა: "რაც ის დაბრუნდა, ძალიან სტაბილურად თამაშობს. ყოველთვის მჯეროდა, რომ შჩესნის შეეძლო "არსენალის" მთYავარი გოლკიპერი გამხდარიყო.

მახსენდება, ლემანი რომ დავსვი სკამზე, მან მითხრა, მე შენ კარგი თამაშით გაიძულებ უკან დამაბრუნოო, შჩესნის იგივე არ უთქვამს, მაგრამ არც ის შეგუებია ბედს"
.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული