ინგლისი. პრემიერლიგა. VIII ტური: მეცამეტე კაცი პრემიერლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
კაპიტნის მეასე
ცენტრალური შეხვედრა "სენტ ჯეიმს პარკზე" დაძაბული გამოდგა, თუმცა, სანახაობრივად, დედა, ეს რა ვნახეთო, ნამდვილად ვერ ვიტყვით. ბურთი ორივე გუნდის საჯარიმოში ხშირად ჩნდებოდა.

სტუმარი ამას უფრო სახიფათოდ იყენებდა. მერსისაიდელები ფლანგებიდან ცდილობდნენ მეტოქის დაშამათებას. მასპინძლებმა უფრო შორეულ დარტყმებზე აიღეს აქცენტი. ანგარიში ტაიმის შუაწელს გაიხსნა, იოან კაბაიმ 32-33 მეტრიდან გაისროლა.

სიმონ მინიოლეს ჰქონდა გუნდის გადარჩენის შანსი, თუმცა ვერ გამოიყენა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბელგიელი კონკრეტულად დარტყმის მომენტს ვერ ხედავდა, რადგან მამადუ სახო ეფარებოდა. "ნიუკასლს" ტაიმის ბოლომდე ანგარიშის გაზრდა რამდენჯერმე შეეძლო, თუმცა
აქეთ დაისაჯა - 43-ე წუთზე ის კაცნაკლული დარჩა.

ანდრე მარინერმა საჯარიმოში ლუის სუარესის წაქცევისთვის მაპუ იანგა-მბივა გააძევა. სტივ ჯერარდმა პრემიერლიგაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა. სტივი მე-13 ფეხბურთელი გახდა პრემიერლიგაში, ვინც ეს ერთ გუნდში მოახერხა.

მეორე ტაიმში "ნიუკასლმა" შეტევებს უკლო, რისი მიზეზიც, 10 კაცით დარჩენის გარდა, მუსა სისოკოს შეცვლა გახდა. მეორე მხრივ, მასპინძელს შარი ხეირად ექცა - სისოკოს ნაცვლად შეცვლაზე შესულმა პოლ დამეტმა თავისი გუნდი მეორედ დააწინაურა.

22 წლის მცველმა კაბაის გადაცემა გამოიყენა. სტუმრის პასუხმა დიდხანს არ დააყოვნა. მოზესი-სუარესი-სტარიჯის კომბინაცია უკანასკნელის თავური დარტყმით დაგვირგვინდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"არსენალის" ტიკი-ტაკა
როცა მინდორზე გადიოდა, "არსენალმა" უკვე იცოდა "ლივერპულის" შეხვედრის შედეგი. შესაბამისად, უწყოდა, რომ ლიდერის ტახტზე პოზიციების გამყარება შეეძლო. "მეთოფეებმა" თავიდანვე განიზრახეს მეტოქის წელში გაწყვეტა.

ისინი "იადონებს" საკუთარ ნახევარზე ბურთიანად გადასვლის შანსსაც კი არ აძლევდნენ. პირველი გოლი ნამდვილი შედევრი გამოდგა: კასორლა-ჟირუ-უილშირის მიერ საჯარიმოსთან გათამაშებულმა კომბინაციამ სტუმართა დაცვა გაოგნებული დატოვა. თანაგუნდელებმა ერთმანეთს წამებში ხუთი პასი გაუკეთეს, უილშირის მე-6 შეხება უკვე საგოლე გამოდგა.

ამ შეხვედრაში "არსენალმა" ტრადიციულ სცენარს გადაუხვია: ოლივიე ჟირუმ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა; მესუთ იოზილმა დუბლი მიითვალა, თანაც, გერმანელი ორჯერვე ცენტრფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა; ერთადერთი, რაც "ემირეიტსზე" არ იცვლება, აარონ რემსია. უელსელმა საყრდენმა მიმდინარე სეზონში უკვე მე-5 გოლი გაიტანა.

თანაც, ის შეცვლაზე შევიდა ტრავმირებული მატიო ფლამინის ნაცვლად, ვინც რიგითი ორთაბრძოლისას ტვინის შერყევა მიიღო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეცდომათა კორიანტელი
"ჩელსი"-"კარდიფის" შეხვედრაში პირველი ორი გოლის დროს ფეხბურთელები იმდენჯერ შეცდნენ, სხვა რომ არაფერი მომხდარიყო, მთელ თამაშს ეყოფოდა.

მე-10 წუთზე ორმაგი შეცდომა ვიხილეთ. რამირესმა ბურთი პეტრ ჩეხს მშვიდად დაუბრუნა. ლუისმა ჩათვალა, რომ პირველი მასთან მეკარე გაჩნდებოდა, თუმცა ბრაზილიელებმა ჯორდონ მატჩის სისწრაფე ვერ გათვალეს. ის ბურთსაც დაეწია და გოლიც გაიტანა.

პასუხისთვის მასპინძელს დიდხანს დასჭირდა ცდა, თუმცა რაც ვნახეთ, ამად ღირდა. ეტო'ომ მარშალს საკალათბურთო სტილში ბურთის ტარება არ აცალა, ხელიდან გააგდებინა ისე, რომ მსაჯის აზრით, წესი არ დაურღვევია.

აზარმა კამერუნელს ცარიელ კართან დაუგორა, მაგრამ თავდამსხმელმა სიტუაცია თავად გაართულა, როცა მეკარის მოტყუება განიზრახა.

საბოლოო დარტყმა ისევ აზარმა ითავა. მეორე გოლამდე მასპინძელმა რამდენიმე მომენტი კიდევ გააფუჭა. ყველაფერი მეორე ტაიმის 16-წუთიან მონაკვეთში გადაწყდა.

აზარის პასის შემდეგ ჯერ ეტო'ომ გაიტანა, მერე ოსკარმა აამუშავა ჯადოსნური მარჯვენა, ბოლოს კი ისევ მარშალის ჯერი დადგა. შოტლანდიელს აზარის რბილი დარტყმის შემდეგ უკვე დაჭერილი ბურთი გაუძვრა ხელიდან.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გაუბედავი მოიესი
"მანჩესტერ იუნაიტედში" შეუძლიათ კიდევ ბევრჯერ უარყონ, რომ გუნდი კრიზისშია, თუმცა ფაქტი ჯიუტია.

"ეშმაკებმა" უკანასკნელი 8 შეხვედრიდან შინ მხოლოდ 3-ჯერ იმარჯვეს. ვისთვის როგორ და მოქმედი ჩემპიონისთვის ეს კატასტროფული შედეგია. შეხვედრის ხასიათიდან გამომდინარე, ფრე უსამართლობა იყო.

დევიდ მოიესის გუნდი მეტოქეს ერთიორად აღემატებოდა თითქმის ყველაფერში. ის მომენტს მომენტზე ქმნიდა, თითოჯერ კი ვან პერსიმ და რუნიმ ბურთი ხარიხას მოარტყეს.

ორჯერ იყო, როცა მასპინძელთა ფეხბურთელს სანტიმეტრები დააკლდა ბურთამდე, თორემ გოლი გარდაუვალი იყო. ცალკე აღნიშვნის ღირსია არტურ ბორუცი. პოლონელმა საკუთარი გუნდი მინიმუმ 2-ჯერ იხსნა გოლისგან.

მოიესმა ბოლო წუთებზე ანგარიშის შენარჩუნება გადაწყვიტა და სწორედ აქ შეცდა. კუთხურის გათამაშების შემდეგ სამი ცენტრალური მცველის, ჯონსის, ევანსისა და ლოვრენის ჭიდილში ყველაზე იღბლიანი ხორვატი აღმოჩნდა.

"იუნაიტედი" შეტევაში კი წავიდა, თუმცა ლალანას დარტყმის შემდეგ კინაღამ მთლად ხელცარიელი დარჩა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პირველი თავური
"მანჩესტერ სიტიმ" დანავსული გასვლითი სერია შეწყვიტა და თანაც, ეს შთამბეჭდავ სტილში გააკეთა. წინა ტურის უმთავრესი სენსაციის ავტორებმა ("ტოტენჰემთან" 3:0) ექსჩემპიონებს ელემენტარული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და მხოლოდ რიკარდო ვას ტეს ეფექტური "მაკრატელა" გოლით შემოიფარგლნენ. "ჩაქუჩებმა" დაცვაში იმდენი შეცდომა დაუშვეს, რომ მაღალი კლასის გუნდი ამას არ აპატიებდა.

წარმოიდგინეთ, მასპინძლებმა იმდენი მოახერხეს, რომ კუნ აგუეროს თავურით გაატანინეს, რაც 25 წლის არგენტინელისთვის პირველი აღმოჩნდა ინგლისურ კარიერაში. "სიტი" ერთი ამდენს კიდევ გაიტანდა, კარში უბერებელი იუსი იასკელაინენი რომ არ მდგარიყო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩამწარებული დებიუტი
გუსტავო პოიეტი "სანდერლენდში" სადებიუტო შეხვედრაშივე უიმედოდ განადგურდა. რომ არა ეშლი ვესტვუდი, "სუონსი" მინიმუმ 4-5 გოლს კიდევ გაიტანდა. უნებლიეთ, თუმცა ურუგვაელი საკუთარმა ფეხბურთელებმაც დააღალატეს. ჯერ "ამნისტრიტებულმა" ფილ ბერდსლიმ, მერე კი ტრავმამოშუშებულმა სტივენ ფლეტჩერმა საკუთარი კარი დალაშქრეს. აღსანიშნავია ისიც, რომ "გედების" სასარგებლოდ პირველად 57 თამაშში პენალტი დაინიშნა, რომელიც ვილფრიდ ბონიმ გამოიყენა.

პრემიერლიგა. VIII ტური
ნიუკასლი-ლივერპული 2:2
გოლები: 1:0 კაბაი (23), 1:1 ჯერარდი (42-პენ), 2:1 დამეტი (56), 2:2 სტარიჯი (72)
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - დებუში, უილიამსონი, იანგა-მბივა, სანტონი - სისოკო (45. დამეტი), ტიოტე, კაბაი (78. ანიტა) - გუფრანი, რემი, ბენ არფა (78. შ. ამეობი)
ლივერპული (3-4-1-2): მინიოლე - სახო (63. ლ. ალბერტო), შკრტელი, კ. ტურე - გ. ჯონსონი (82. სტერლინგი), ჰენდერსონი, ჯერარდი, სისოკო - მოზესი - სუარესი, სტარიჯი
გაფრთხილება: გუფრანი, დებუში - ჯერარდი, კ. ტურე, სტარიჯი
გაძევება: იანგა-მბივა (41)
კარში დარტყმა: 18-30 (4-7) კუთხური: 3-13 თამაშგარე: 0-2 ჯარიმა: 8-10 ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 51 703

არსენალი-ნორვიჩი 4:1
გოლები: 1:0 უილშირი (18), 2:0 იოზილი (58), 2:1 ჰაუსონი (70), 3:1 რემსი (83), 4:1 იოზილი (88)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - ფლამინი (37. რემსი), არტეტა - უილშირი, კასორლა (59. როსიცკი), იოზილი - ჟირუ (78. ბენდტნერი)
ნორვიჩი (4-1-4-1): რადი - მარტინი, ტერნერი, ბასონგი, ოლსონი - ტეტი (78. ჰულაჰანი) - ჰაუსონი, ფერი, სნოდგრასი, პილკინგტონი (70. რედმონდი) - ჰუპერი
გაფრთხილება: არ ყოფილა
კარში დარტყმა: 31-18 (11-6) კუთხური: 10-1 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 8-7 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 60 009

ჩელსი-კარდიფი 4:1
გოლები: 0:1 მატჩი (10), 1:1 აზარი (33), 2:1 ეტოო (66), 3:1 ოსკარი (78), 4:1 აზარი (82)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ლუისი, ტერი, ბერტრანი (64. ტორესი) - ლემპარდი, რამირესი - აზარი, ვილიანი, მატა (59. ოსკარი) - ეტოო (69. ასპილიკუეტა)
კარდიფი (4-4-1-1): მარშალი - ტეოფილ-კეტრინი, ტერნერი, კოლკერი, ტეილორი - გუნარსონი (81. გესტედე), მედელი (56. კიმი), კოუი, უიტინგჰემი - მატჩი - ოდემვინგე (67. კემპბელი)
გაფრთხილება: ლუისი - მარშალი, კოუი
კარში დარტყმა: 27-16 (7-3) კუთხური: 6-9 თამაშგარე: 3-1 ჯარიმა: 12-5 ბურთის ფლობა: 65%-35%
მაყურებელი: 41 475

ევერტონი-ჰალი 2:1
გოლები: 1:0 მირალიაში (8), 1:1 საგბო (30), 2:1 პიენაარი (57)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, დისტენი, იაგიელკა, ბეინსი - ბერი, მაკარტი - ოსმანი (56. პიენაარი), ბარკლი (80. ნეისმიტი), მირალიაში - ლუკაკუ (68. კონე)
ჰალი (4-4-1-1): მაკგრეგორი - როსენიორი (66. ბოიდი), დევისი, იანი-ფაიე, ფიგეროა - ჰადლსტოუნი, ლივერმორი, ელმოჰამადი, ბრეიდი - ალუკო (74. ქუინი) - გრემი (16. საგბო)
გაფრთხილება: ბერი, ოსმანი, ბეინსი - ჰადლსტოუნი
კარში დარტყმა: 19-11 (6-1) კუთხური: 5-7 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 7-17 ბურთის ფლობა: 67%-33%
მაყურებელი: 38 828

იუნაიტედი-საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 1:0 ვან პერსი (26), 1:1 ლოვრენი (89)
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - რაფაელი, ჯონსი, ევანსი, ევრა - ფელაინი (76. უელბეკი), კერიკი - იანუზაი, ნანი (69. გიგზი), რუნი (87. სმოლინგი) - ვან პერსი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი - კლაინი, ფონტე, ლოვრენი, შოუ - შნაიდერლინი, ვანიამა (83. დო პრადო) - ლალანა, დევისი (67. ვორდ-პრაუსი), როდრიგესი (56. ლამბერტი) - ოსვალდო
გაფრთხილება: იანუზაი, ჯონსი - შნაიდერლინი, ვანიამა, ფონტე
კარში დარტყმა: 17-25 (5-7) კუთხური: 4-4 თამაშგარე: 8-2 ჯარიმა: 10-19 ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 75 220

სტოკ სიტი-ვესტ ბრომვიჩი 0:0
სტოკ სიტი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - უილკინსონი, შოუკროსი, ჰუთი, პიტერსი - ადამი (80. უილსონი), ნზონზი - ასაიდი, აირლანდი, უოლტერსი (57. კ. ჯონსი) - არნაუტოვიჩი (90+2. პალასიოსი)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): მაიჰილი - ბ. ჯონსი, მაკაული, ოლსონი, რიჯუელი - იაკობი, მულუმბუ - ამალფიტანო (62. მორისონი), სესინიონი, ბერაინო (62. ანელკა) - ანიჩებე (75. ლონგი)
გაფრთხილება: უილკინსონი -
კარში დარტყმა: 12-16 (3-5) კუთხური: 6-6 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 12-10 ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 25 904

სუონსი-სანდერლენდი 4:0
გოლები: 1:0 ბერდსლი (57-ს.კ-ში), 2:0 დე გუზმანი (58), 3:0 ბონი (64-პენ), 4:0 ს. ფლეტჩერი (80-ს.კ-ში)
სუონსი (4-2-3-1): ვორმი - დევისი (51. ტეილორი), ამატი, ჩიკო, რანხელი - დე გუზმანი, ბრიტონი - რუტლეჯი (81. პოსუელო), დაიერი, მიჩუ - ბონი (75. ვასკესი)
სანდერლენდი (4-4-1-1): ვესტვუდი - ჩელუსტკა, ოში, რობერჟი, ბერდსლი - კატერმოული, გარდნერი, ლარსონი, ჯონსონი (61. ბორინი) - ჯაკერინი (61. კოლბეკი) - ფლეტჩერი (82. ალტიდორი)
გაფრთხილება: ჩიკო - ბერდსლი, რობერჟი
კარში დარტყმა: 20-7 (6-1) კუთხური: 7-2 თამაშგარე: 2-5 ჯარიმა: 12-13 ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 20 245

ვესტ ჰემი-სიტი 1:3
გოლები: 0:1 აგუერო (16), 0:2 აგუერო (51), 1:3 ვას ტე (58), 1:3 დ. სილვა (80)
ვესტ ჰემი (4-4-2): იასკელაინენი - დემელი (65. ობრაიენი), ტომკინსი, რიდი, რაცი - ნოუბლი, ნოლანი (83. პეტრიჩი), ვას ტე (65. ჯარვისი), დაუნინგი - მორისონი, დიამე
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - რიჩარდსი, ხ. გარსია, ნასტასიჩი, კლიში - ტურე, ფერნანდინიო - ნასრი (74. მილნერი), დ. სილვა, აგუერო (82. იოვეტიჩი) - ნეგრედო (66. კოლაროვი)
გაფრთხილება: ნოლანი - დ. სილვა, კლიში
კარში დარტყმა: 13-24 (2-9) კუთხური: 5-5 თამაშგარე: 1-1 ჯარიმა: 7-12 ბურთის ფლობა: 37%-63%
მაყურებელი: 34 507

ასტონ ვილა-ტოტენჰემი 0:2
გოლები: 0:1 ტაუნსენდი (31), 0:2 სოლდადო (69)
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ბაკუნა, ვლაარი, ბეიკერი, ლუნა - დელფი, ვესტვუდი, ელ აჰმადი (73. სილა) - აგბონლაჰორი (79. ტონევი), კოზაკი (61. ბენტეკე), ვაიმანი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, დოუსონი, კირიკეში, ვერტონგენი - პაულინიო, სანდრო - ტაუნსენდი, ჰოლტბი (73. დემბელე), სიგურდსონი (66. ლენონი) - სოლდადო (87. დეფო)
გაფრთხილება: ვესტვუდი, აგბონლაჰორი, დელფი - პაულინიო, დოუსონი, უოლკერი, ლენონი
კარში დარტყმა: 17-19 (2-6) კუთხური: 4-7 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 13-12 ბურთის ფლობა: 37%-63%

21 ოქტომბერი
კრისტალ პალასი-ფულჰემი 23:00

ბომბარდირები: 7 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 6 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 5 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), აარონ რემსი (არსენალი)

მომდევნო ტური
26 ოქტომბერი:
კრისტალ პალასი-არსენალი, ასტონ ვილა-ევერტონი, ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი, მანჩესტერ იუნაიტედი-სტოკი, ნორვიჩი-კარდიფი, საუთჰემპტონი-ფულჰემი

27 ოქტომბერი:
სანდერლენდი-ნიუკასლი, ჩელსი-მანჩესტერ სიტი, სუონსი-ვესტ ჰემი, ტოტენჰემი-ჰალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული