ალექს ფერგიუსონი: ნემანია ვიდიჩს 2009 წელს კოსოვოში საომრად წასვლა უნდოდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურ მცველ ნემანია ვიდიჩს 2009 წელს შეეძლო, კლუბი დაეტოვებინა და კოსოვოში საომრად წასულიყო.

2009 წელს სერბეთს, საიდანაც წარმოშობითაა ვიდიჩი, ალბანეთთან სადავო ტერიტორიის გამო კონფლიქტი მოუვიდა.

საკუთარ ბიოგრაფიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი წერს, რომ ნემანია მზად იყო, საომრად წასულიყო.

"ნემანია სერბეთის უკომპრომისო პატრიოტია. 2009 წელს ის მოვიდა ჩემთან და მითხრა: "შესაძლოა გამომიძახონ". მე შევწუხდი, რადგან იმ დროს ნაკრებების თამაში არ იყო და დავინტერესდი, რაში იყო საქმე. "კოსოვოში საომრად წავალ. ეს ჩემი ვალია" - მიპასუხა ნემანიამ.
იმ მომენტში მის თვალებში ცეცხლი ენთო",
- წერია ფერგიუსონის წიგნში.

მომზადებულია Manchester Evening News-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს სერბების "ასკაა" :)
giorgi
07:54 24-10-2013
0
საღოლ ვიდიჩს რაა,ჩემს თვალში ძალიან აიწია მაგისმა აქციებმა
.......
20:39 23-10-2013
0

სიახლეები პოპულარული