ბრენდან როჯერსი: ალექს ფერგიუსონმა ფეხბურთის დაუწერელი კანონი დაარღვია

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი ავტობიოგრაფიული წიგნის გამო გააკრიტიკა.

40 წლის სპეციალისტის თქმით, "წითელი ეშმაკების" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დაუწერელი კანონი დაარღვია და კლუბის შიდა სამზარეულოს ამბებზე ისაუბრა.

"ყველამ, ვისაც საფეხბურთო სტრუქტურაში უმუშავია, იცის, რომ სიტყვები, რომელიც დახურული კარის მიღმა ან გასახდელში გაჟღერდა, იქვე უნდა დარჩეს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს დროში ამ ინფორმაციის შენახვა უფრო და უფრო რთული ხდება, მაგრამ ეს წესი უნდა შევასრულოთ",
- თქვა როჯერსმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული