მე-4 წუთზე სტუმრები პიტერ კრაუჩმა ახლო მანძილიდან განმეორებითი დარტყმით დააწინაურა.
43-ე წუთზე უეინ რუნის თავურს რობინ ვან პერსიმ დაამატა და ანგარიში გაათანაბრა.
მაგრამ ტაიმი მაინც "სტოკმა" მოიგო - მარკო არნაუტოვიჩმა დიდებულად შეასრულა საჯარიმო.
"მანჩესტერი" და დევიდ მოიესი ბოლო წუთებზე გადარჩნენ - 78-ეზე რუნიმ თავურით გაათანაბრა, იქვე გამარჯვების თავური ხავიერ ერნანდესმა შეასრულა და "იუნაიტედმა" 3 ქულა მოიპოვა.
დევიდ მოიესი (მანჩესტერ იუნაიტედი): "პირველ ტაიმში დავიდ დე ხეამ გვიხსნა, თორემ
ვფიქრობ, ბოლოში "ქამბექი" დავიმსახურეთ. რაღაც რაღაცები ამ თამაშში მომეწონა, ბევრი რამ არა, თუმცა მოედანზე სამი ცენტრფორვარდი იყო და ყველამ გაიტანა".