დევიდ მოიესი: ეს "ქამბექი" დავიმსახურეთ

AutoSharing Option
პრემიერლიგის IX ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 3:2 სძლია "სტოკ სიტის", რომელთანაც 78-ე წუთამდე აგებდა.

მე-4 წუთზე სტუმრები პიტერ კრაუჩმა ახლო მანძილიდან განმეორებითი დარტყმით დააწინაურა.

43-ე წუთზე უეინ რუნის თავურს რობინ ვან პერსიმ დაამატა და ანგარიში გაათანაბრა.

მაგრამ ტაიმი მაინც "სტოკმა" მოიგო - მარკო არნაუტოვიჩმა დიდებულად შეასრულა საჯარიმო.

"მანჩესტერი" და დევიდ მოიესი ბოლო წუთებზე გადარჩნენ - 78-ეზე რუნიმ თავურით გაათანაბრა, იქვე გამარჯვების თავური ხავიერ ერნანდესმა შეასრულა და "იუნაიტედმა" 3 ქულა მოიპოვა.

დევიდ მოიესი (მანჩესტერ იუნაიტედი): "პირველ ტაიმში დავიდ დე ხეამ გვიხსნა, თორემ
საქმე კიდევ უფრო ცუდად იქნებოდა. მაგრამ ის გუნდში სწორედ იმიტომაა, რომ იხსნას ის.

ვფიქრობ, ბოლოში "ქამბექი" დავიმსახურეთ. რაღაც რაღაცები ამ თამაშში მომეწონა, ბევრი რამ არა, თუმცა მოედანზე სამი ცენტრფორვარდი იყო და ყველამ გაიტანა"
.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული