მე-12 წუთზე ლუის სუარესმა თავბრუ დაახვია მცველებს და ანგარიში გახსნა. 5 წუთში მანვე გაიტანა საჯარიმოს ხაზიდან (!) დარტყმული თავურით.
55-ე წუთზე ლუისმა კიდევ ერთი თავური შეასრულა სტივენ ჯერარდის საჯარიმო ჩაწოდების შემდეგ. ამით ურუგვაელმა ჰეთთრიკი შეასრულა.
66-ე წუთზე ჯეიმს მორისონმა პენალტით ერთი გოლი გაქვითა.
77-ე წუთზე დენიელ სტარიჯსაც გაუმართლა (მანამდე ხარიხას გაარტყა ბურთი), მან მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი - 4:1.
ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "ჩვენმა ფორვარდებმა, სუარესმა და სტარიჯმა ბრწყინვალედ
რაც შეეხება სტარიჯის გოლს, ასეთი გოლები აქ ადრე გადიოდა, როცა მათ კენი დალგლიში ასრულებდა. სტარიჯმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა".