ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა ხუან მატამ ლონდონის "არსენალთან" (2:0) ინგლისის თასის 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მაქსიმუმი აჩვენა.
მისი თქმით, "ლურჯები" ყველა ტურნირში გასამარჯვებლად იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი გუნდებს შორის "ჩელსის" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
"რამდენიმე დღის წინ ჩემპიონატში "მანჩესტერ სიტი" დავამარცხეთ და ინგლისის თასზე ლონდონის "არსენალი". ისინი ევროპის უძლიერესი გუნდების სიაში შედიან. "ჩელსის" მსგავსი შედეგები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ყველა ტურნირში გამარჯვებისთვის რეალურად ვიბრძოლებთ.
რაც შეეხება "არსენალთან" მატჩს, ყველამ მოვინდომეთ, სხვანაირად ვერ მოვიგებდით", - თქვა მატამ.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
14:16 30-10-2013
ხუან მატა: ლონდონის "არსენალთან" მოვინდომეთ და მოვიგეთ [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული