პატრის ევრა: ზედიზედ 10 მატჩი უნდა მოვიგოთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა პატრის ევრამ განაცხადა, რომ გუნდმა შედეგის მიღწევის მხრივ სტაბილურობა უნდა დაიბრუნოს.

"პრობლემა იმაში არაა, რომ ცუდად ვთამაშობთ, არამედ იმაში, რომ არც ისე კარგად ვთამაშობთ.

სტაბილურობა დავკარგეთ და რაც შეიძლება მალე უნდა დავიბრუნოთ ის, რადგან ტიტულებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ახლა უკვე არ შეიძლება, ერთი მატჩი მოიგო და მეორე წააგო ან ფრე ითამაშო. ახლა თითოეული მატჩი მნიშვნელოვანია.

ამჟამად გვსურს, ზედიზედ 2-3 მატჩი მოვიგოთ, მაგრამ როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" ზედიზედ 10 შეხვედრას მოიგებს, მაშინ ვიტყვი, რომ ძველებურ დონეს დავუბრუნდით.

ძალიან კარგი ვარჯიშები
გვაქვს და სამწვრთნელო შტაბთან პრეტენზიები არ გვაქვს. მჯერა იმის, რასაც ვაკეთებთ და მწრთნელის იდეების. ერთადერთი, რაც გვაკლია, შედეგია.

საქმე გამარჯვებამდე უნდა მივიყვანოთ, თუნდაც მაშინ, როცა უინტერესოდ ან ულამაზოდ ვთამაშობთ.

ზედიზედ 10 გამარჯვება გვჭირდება, სხვა გზა არ გვაქვს; ხოლო ლამაზი ფეხბურთის თამაშს მერეც მოვასწრებთ",
- თქვა ევრამ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული