დევიდ მოიესი: ამ ბიჭებს სერ ალექსმა გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩაუნერგა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-10 ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონში "ფულჰემს" 3:1 მოუგო. სტუმრებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს.

მე-9 წუთზე უეინ რუნიმ ანტონიო ვალენსიას გაატანინა. მე-19 წუთზე ადნან იანუზაის პასი რობინ ვან პერსიმ მარცხენა მახვილი კუთხიდან დარტყმით გამოიყენა.

22-ე წუთზე ვან პერსიმ ფაქტობრივად ცარიელ კარში გაატანინა რუნის.

65-ე წუთზე "ფულჰემმა" პრესტიჟის გოლი გაიტანა, ეს შეცვლაზე შესულმა ალექსანდერ კაჩანიკილიჩმა რიკოშეტის დახმარებით მოახერხა.

დევიდ მოიესმა "მანჩესტერში" პრემიერლიგის მატჩი ზედიზედ ორჯერ პირველად მოიგო

დევიდ მოიესი (მანჩესტერ იუნაიტედი): "მანჩესტერი" ხშირად ნელა იწყებს და სეზონის განმავლობაში კრეფს
სიჩქარეს. ეს ყველაფერი კი ფეხბურთელთა გამარჯვებულის მენტალიტეტის გამო ხდება, რომელიც მათ წინა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ჩაუნერგა. მე ამას ყოველ დღე ვხედავ"
.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული