დევიდ მოიესი (მანჩესტერ იუნაიტედი): "ნემანია ვიდიჩის ტრავმის ეპიზოდი არ დამინახავს. თავიდან მეგონა, რომ რიგითი შეჯახება იყო. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რამდენად სერიოზული დარტყმა მიიღო ფეხბურთელმა. მთავარია, რომ ამ წუთას გონზეა. დაზიანების სიმძიმე სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვევა.
უშუალოდ თამაშს რაც
არსენ ვენგერი (არსენალი): "სტანდარტული მდგომარეობების დროს, როგორც წესი, იშვიათად ვუშვებთ შეცდომას. ამჯერად გოლი კუთხურის შემდეგ გავუშვით, რამაც ნამდვილად გამაოცა. პრინციპულ დაპირისპირებებში ეს გარემოება ხშირად გადამწყვეტი ხდება ხოლმე, ზუსტად ისე, როგორც დღეს მოხდა. ჩემი ფეხბურთელები ძალიან ხშირად იღებდნენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.
შესაბამისად, ხშირადაც ცდებოდნენ. შესვენების შემდეგ სიტუაცია გამოვასწორეთ და ჩვენი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. მომენტებში საპასუხო გოლამდე ძალიან ცოტა გვაკლდებოდა. უმძიმესი კვირა გადავიტანეთ: ჯერ "ლივერპული", მერე "ბორუსია", ახლა "იუნაიტედი". დაბოლოს, ვფიქრობ, რომ დღეს ყველაზე ლოგიკური ფრე იქნებოდა".
ტურის ფაქტები
1962 წლის შემდეგ უმაღლეს ლიგაში ეს გუნდები პირველად შეხვდნენ.
უკანასკნელი მატჩი - 2009 წლის სექტემბერში, "ვილამ" ლიგის თასზე 1:0 მოიგო.
"ვილამ" მეტოქეს შინ ბოლო 12-დან 10 თამაში მოუგო და 2-ჯერ ფრედ ითამაშა.
ბირმინგემელებმა 17 შეხვედრაში პირველად მოახერხეს კარის მშრალად შენახვა.
***
"ჩელსიმ" შინ პრემიერლიგის მატჩში "ვესტ ბრომვიჩი" პირველად ვერ დაამარცხა.
1978 წლის შემდეგ "ჩელსი" ჩემპიონატის შეხვედრებში "ბრომვიჩთან" არ მარცხდება.
"ჩელსიმ" მიმდინარე სეზონში პირველ საშინაო შეხვედრაში დაკარგა ქულები.
ჟოზე მოურინიომ პრემიერლიგაში 66-ე და საერთო ჯამში, მე-100 თამაში ჩაატარა "ბრიჯზე" წაუგებლად, საიდანაც 75 მოგება აქვს.
***
"კრისტალ პალასმა" შეწყვიტა 7-თამაშიანი წაგებათა სერია.
"პალასმა" სულ 2 გოლი გაიტანა პრემიერლიგის ბოლო 8 შეხვედრაში. მშრალი სერია კი უკვე 357 წუთია გრძელდება.
"ევერტონმა" ზედიზედ მესამე თამაში ჩაატარა მშრალად. მისთვის ეს მიჯრით მეორე უგოლო ფრე იყო. სულ მერსისაიდელებმა 4-ჯერ ითამაშეს 0:0.
"ევერტონს" 11 ტურის შემდეგ 1 წაგება აქვს. ისტორიაში ეს პირველად მოხდა.
"ევერტონმა" ლონდონში ჩატარებული ბოლო 21 მატჩიდან მხოლოდ 2-ჯერ მოიგო.
***
"ლივერპულმა" მეტოქე "ენფილდზე" 33-დან 23-ედ დაამარცხა. მან ზედიზედ მეორედ მოიგო 4:0.
"ლივერპულს" მხოლოდ 2 მოთამაშე ჰყავს, რომელთაც მიმდინარე სეზონში ჯერ ერთი წუთითაც არ დაუსვენიათ. ესენი არიან სიმონ მინიოლე და ჯორდან ჰენდერსონი.
"ფულჰემმა" უკანასკნელ 14 შეხვედრაში მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
იმ გუნდებს შორის, რომელთაც უმაღლეს ლიგაში 100 და მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული, "ფულჰემი" გასვლაზე აღებული ქულებით მხოლოდ "დერბი ქაუნთის" სჯობს.
***
"საუთჰემპტონი" "ჰალთან" საშინაო შეხვედრებში, ტრადიციულად, შედეგიანად თამაშობს. "წმინდანებმა" "ვეფხვები" ბოლო 6-დან 5-ჯერ დაამარცხეს და 24 გოლი გაუტანეს.
"საუთჰემპტონს" შინ უკვე 7 შეხვედრაა არ წაუგია და აქედან 4-ჯერ მოიგო.
პირველად 14-წლიანი პაუზის შემდეგ, "საუთჰემპტონმა" ზედიზედ 4 საშინაო შეხვედრაში იმარჯვა.
იანიკ საგბო მხოლოდ მეორე ფეხბურთელი გახდა, ვინც მიმდინარე სეზონში "სენტ მერიზე" გაიტანა.
***
1973 წლის შემდეგ "ნორვიჩმა" "ვესტ ჰემს" 16-ჯერ უმასპინძლა, 9-ჯერ მოუგო და 7-ჯერ ითამაშა ფრედ.
ამ პერიოდში "კეროუ როუდზე" "იადონებმა" "ჩაქუჩებთან" მხოლოდ ერთხელ წააგეს. ეს ასოციაციის თასზე მოხდა (0:1), 2006 წლის იანვარში.
"ნორვიჩმა" 21-ე გოლი გაუშვა. ამ მაჩვენებლით ის "კრისტალ პალასს" გაუთანაბრდა. უარესი შედეგი მხოლოდ "სანდერლენდს" აქვს.
ვესტჰემელი რაველ მორისონისთვის "ნორვიჩთან" გოლი მესამე აღმოჩნდა ჩემპიონატში. 20 წლის ნახევარმცველს უნიკალური მიღწევა აქვს: მიმდინარე სეზონში სამჯერ დაარტყა კარში და სამჯერვე შედეგიანად.
***
მეტოქეები ერთმანეთს 150-ედ შეხვდნენ.
მასპინძელს ტაინსაიდელებთან ბოლო 4 საშინაო შეხვედრა ზედიზედ ჰქონდა მოგებული.
"კაჭკაჭებმა" "უაით ჰართ ლეინზე" პრემიერლიგაში მეშვიდედ მოიგეს. ამაზე შედეგიანად "ნიუკასლი" მხოლოდ "ვილა პარკზე" თამაშობს (8 მოგება).
"ნიუკასლმა" ჩემპიონატში 15 გოლი გაიტანა და აქედან 14 ფრანგების ანგარიშზეა. ერთადერთი არაფრანგი ამ სიაში პოლ დამეტია.
ლოიკ რემიმ ჩემპიონატის ბოლო 7 ტურში ამდენივე გოლი გაიტანა.
"ჩელსისთან" 2:0-ის შემდეგ "ნიუკასლმა" ზედიზედ მეორედ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.
***
"სანდერლენდმა" "სტედიუმ ოფ ლაითსზე" ზედიზედ მეოთხედ მოახერხა "სიტის" მინიმალური ანგარიშით დამარცხება.
მოყოლებული 1938 წლიდან, მეტოქეებს უგოლო ფრე არ უთამაშიათ.
"შავმა კატებმა" უკანასკნელ 15 შეხვედრაში პირველად მოახერხეს კარის მშრალად შენახვა.
მიუხედავად იმისა, რომ "სიტიმ" ამ ტურში ვერ გაიტანა, ის ჯერაც რჩება ყველაზე შედეგიან გუნდად პრემიერლიგაში. ამასთან, მას ბურთების საუკეთესო ბალანსი აქვს +16.
***
"იუნაიტედს" "არსენალთან" ყველა ტურნირის გათვალისწინებით ბოლო 13 შეხვედრაში 10 მოგება, 2 ფრე და წაგება აქვს.
დევიდ მოიესის გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ მესამე შეხვედრაში იმარჯვა.
"იუნაიტედის" ბოლო 20 გოლიდან 15-ში მომენტი ვან პერსის ან რუნის სახელს უკავშირდება. მათ თავად გააქვთ ან პასს აძლევენ. ამჯერად რუნის გადაცემით ვან პერსიმ შეაგდო.
პატრის ევრა მესამე ფრანგი გახდა, ვინც პრემიერლიგაში 250-ე თამაში ჩაატარა. აქამდე მსგავსი მიღწევა მხოლოდ ტიერი ანრისა და პატრიკ ვიეირას ჰქონდათ.
არსენ ვენგერისთვის "არსენალის" თავკაცის პოსტზე ეს 50-ე დაპირისპირება იყო "იუნაიტედთან". აქედან ფრანგს მხოლოდ 15 მოგება აქვს.
აქამდე "არსენალი" ერთადერთი იყო, რომელსაც ყველა ტურში მინიმუმ 1 გოლი მაინც ჰქონდა გატანილი. უკანასკნელი, რომელთანაც "მეთოფეებმა" ვერ გაიტანეს, დევიდ მოიესის "ევერტონი" იყო.
***
"სუონსი"-"სტოკის" შეხვედრა პრემიერლიგაში პირველად დასრულდა ფრედ.
"გედებს" 17-დან მხოლოდ 1 მარცხი აქვთ "მეთიხეებთან" საშინაო შეხვედრებში.
"სუონსის" "ლიბერთი სტედიუმზე" ბოლო 11-დან მხოლოდ 1 მოგება აქვს.
ვილფრიდ ბონიმ პრემიერლიგის I ტურის შემდეგ თამაშიდან პირველად გაიტანა.
"სტოკს" უკვე 8-თამაშიანი მოუგებელი სერია აქვს - 4 ფრე, 4 წაგება.
მარკო არნაუტოვიჩისთვის ეს მე-19 მოუგებელი თამაშია ჩემპიონატში. აქედან 11 მან "ვერდერში" დააგროვა.
ჯონ უოლტერსმა ზედიზედ მე-100 თამაში ჩაატარა პრემიერლიგაში, პაუზის გარეშე.
მარკ ჰიუზს ჰქონდა შანსი, მე-100 შეხვედრა მოეგო სამწვრთნელო კარიერაში.
XI ტურის სიმბოლური ნაკრები
ტიმ კრული (ნიუკასლი) - ფილ ბერდსლი (სანდერლენდი), ვეს ბრაუნი (სანდერლენდი), მარტინ შკრტელი (ლივერპული), ნათან კლაინი (საუთჰემპტონი) - ლეანდრო ბაკუნა (ასტონ ვილა), ადამ ლალანა (საუთჰემპტონი), მორგან შნაიდერლინი (საუთჰემპტონი), რობერტ სნოდგრასი (ნორვიჩი) - ლუის სუარესი (ლივერპული), ლიბორ კოზაკი (ასტონ ვილა)
სტატისტიკა XI ტურის შემდეგ
საუკეთესო ბომბარდირები
8 - ლუის სუარესი (ლივერპული), დენიელ სტარიჯი (ლივერპული), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
7 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)
საუკეთესო მეპასეები
4 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), აარონ რემსი (არსენალი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), მესუთ იოზილი (არსენალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), სტივენ ჯერარდი (ლივერპული)
გოლი+პასი
12 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 8+4
10 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული) - 8+2, აარონ რემსი (არსენალი) - 6+4
ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები
5 - ფერნანდო ტორესი (ჩელსი), მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი), მაპუ იანგა-მბივა (ნიუკასლი), მატიო ფლამინი (არსენალი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XI ტური: "იუნაიტედი" ფავორიტებში დაბრუნდა [VIDEO]