არსებობს დროებითი გამოსავალიც, თუმცა ის ნაკლებად ეფექტურია და თანაც, მარუანს ლამის ერთ თვემდე ამ შემთხვევაშიც გაუცდება. შესაბამისად, ამაზე მხარეები ნაკლებად ფიქრობენ. ოპერაცია, რომელიც პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებდა, თავისთავად რთული არ არის, მაგრამ მას გრძელი სარეაბილიტაციო პერიოდი აქვს. ის საშუალოდ 10-12 კვირა გრძელდება.
ბელგიელი ექიმები ამტკიცებენ, რომ ფელაინის ოპერაციის გადადება აღარ შეიძლება. მათ თავიანთი
ნახევარდაცვის ცენტრი დევიდ მოიესისთვის მტკივნეული თემაა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩების გარდა, შობის დღესასწაულის შემდეგ ე.წ. ბოქსინგ დეიზი იწყება. დატვირთული გრაფიკის პირობებში კი შოტლანდიელს თითოეული ფეხბურთელი დასჭირდება, ვისაც სირბილი შეუძლია.
უელბეკი საოპერაციოა
"იუნაიტედის" სამედიცინო შტაბს საქმეები არ ელევა. ფელაინის გარდა, მას გადასაწყვეტი აქვს დენი უელბეკის ოპერაციის საკითხიც. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, ფეხბურთელს 4-5-კვირიანი პაუზა ემუქრება. 22 წლის თავდამსხმელს თვეზე მეტია მარჯვენა მუხლი აწუხებს და თამაშს ვინ ჩივის, სირბილსაც ვერ ახერხებს.
უელბეკი სპეციალურ სამკურნალო კურსს გადის, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. უელბეკს ანალოგიური მიზეზით ოპერაცია უკვე ორჯერ ჩაუტარდა. მედიკოსები ამჯერად გართულებებს უკვე აღარ ელოდებიან.
შეთავაზება მექსიკელს
"დეილი სტარის" ინფორმაციით, დევიდ მოიესი 25 წლის ხავიერ ერნანდესისთვის ახალი, გაუმჯობესებული ხელშეკრულების შეთავაზებას აპირებს. "იუნაიტედი" "ჩიჩარიტოს" კვირაში ხელფასის 60-დან 80 ათას ფუნტამდე გაზრდას სთავაზობს. ხავიერი "იუნაიტედში" მესამე თავდამსხმელად ითვლება. მისი უმთავრესი პრობლემაც სწორედ ეს არის. ის რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას ითხოვს.
ზაჰა იჯარით მიდის
20 წლის გარემარბი ვილფრიდ ზაჰა "მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი იმედებით მივიდა, თუმცა საქმე ისე არ აეწყო, როგორც წარმოედგინა. ფეხბურთელი თანაამპლუელებთან კონკურენციაში დამარცხდა და იძულებული გახდა, ახალი გუნდის ძებნა დაეწყო.
თავის მხრივ, მოიესს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ზაჰას იანვარში იჯარით გაუშვებს. გასარკვევი დარჩა მხოლოდ ის, თუ სად. "დეილი მეილის" ცნობით, დიდი შანსია, "ეშმაკები" ზაჰაზე "ნიუკასლს" მოურიგდნენ. გეტყვით იმასაც, რომ იანვარში არა უბრალოდ იჯარით, არამედ "ოლდ ტრეფორდს" საბოლოოდ დატოვებენ ნახევარმცველი ანდერსონი (25 წლის) და მეკარე ანდერს ლინდეგორი (29).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მარუან ფელაინი - ახლა უკვე ორმაგად "წითელი ეშმაკი"