იონ არნე რიისე სამშობლოში ბრუნდება

AutoSharing Option
"ფულჰემის" 33 წლის მცველმა იონ არნე რიისემ არ გამორიცხა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე "ლილესტრიომთან" გააფორმოს კონტრაქტი.

ვეტერანი ნორვეგიელი სამშობლოდან შორეულ 1998 წელს წავიდა უცხოეთში სათამაშოდ, კონკრეტულად ინგლისში კი 9 წელი აქვს გატარებული. ნოსტალგიის გარდა, მას სხვა მიზეზიც აქვს ამ ნაბიჯის გადასადგმელად: "ლილესტრიომში" ის უმცროსი ძმის, 30 წლის ბიორნ ჰელგე რიისეს გვერდით ითამაშებს.

"უცხოეთში ცხოვრების ნახევარი გავატარე და მგონი, დადგა დრო სახლში დასაბრუნებლად. ახალი კლუბი ახალი გამოწვევა იქნება ჩემთვის. ვგრძნობ, რომ 4-5 წელი კიდევ შემიძლია ფეხბურთის თამაში," - თქვა ფეხბურთელმა,
რომელმაც ეროვნულ გუნდში 110 მატჩის ჩატარების შემდეგ საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული