შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში "სიტიმ" ლონდონის "ტოტენჰემი" ანგარიშით 6:0 დაამარცხა. დუბლი შეასრულეს ხესუს ნავასმა და სერხიო აგუერომ, ხოლო ერთი გოლით ალვარო ნეგრედო გამოირჩა და ერთი გოლიც სანდრომ საკუთარ კარში ჩაჭრა.
ამ გამარჯვებით "ქალაქელები" სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე გადავიდნენ.
"ვფიქრობ, ნორმალურია, რომ ასეთ გუნდს დიდი ანგარიშით მოვუგეთ. ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ. კარგ შეტევასთან ერთად, დაცვაც არ გვავიწყდებოდა. 6
გამონაკლისი მხოლოდ "ჰალთან" შეხვედრა აღმოჩნდა. გასვლით მატჩებში პრობლემები გვაქვს, მაგრამ სხვაობას ვერ ვხედავ გასვლითსა და საშინაო მატჩებს შორის.
აგუერო ტოპ-ფეხბურთელია. კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შემდეგ ის მსოფლიოში მესამე ფეხბურთელია. აგუერო "სიტიში" თავს კარგად გრძნობს, რადგან გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს. მას ყველა ის თვისება აქვს, რომ ბევრი გოლი გაიტანოს.
რაც შეეხება ნეგრედოს, ის ბედნიერია ინგლისში. ნეგრედოც მშვენივრად ეწყობა გუნდის თამაშს და აგუეროსთან დუეტში ბრწყინვალედ მოქმედებს.
ალვაროს ესპანეთში მუშაობის დროსაც ვიცნობდი. ჩემი აზრით, ის იდეალურად ეწყობა პრემიერლიგას", - თქვა ჩილელმა სპეციალისტმა.
მომზადებულია mcfc.co.uk-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XII ტური: გოლუხვი ტურის მოულოდნელობები