ინგლისი. პრემიერლიგა. XIV ტურის წინ: "ევერტონი" წარსულის აჩრდილების წინააღმდეგ

AutoSharing Option
არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ "ევერტონისთვის" 4 დეკემბერს, ღამით გასამართი დაპირისპირება "მანჩესტერ იუნაიტედთან" უფრო პრინციპულია, ვიდრე ოდესმე. ფეხბურთის გულშემატკივარს ალბათ არ სჭირდება შეხსენება, მაგრამ მათ, ვისაც ჩვენი გაზეთი შემთხვევით ჩაუვარდა ხელში, ვეტყვით, რომ "ეშმაკებს" მერსისაიდელთა ყოფილი დამრიგებელი დევიდ მოიესი წვრთნის.

შოტლანდიელის გუნდი ფავორიტია, თუმცა არა უპირობო, რასაც თავისი მიზეზები აქვს. რობერტო მარტინესის ფეხბურთელები ამ ეტაპზე იმაზე ბევრად უკეთ თამაშობენ, ვიდრე ამას სეზონის სტარტზე ვინმე იფიქრებდა. ბოლო ტურმა ამას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, როცა "ევერტონმა" 2012 წლის აპრილის მერე პირველად მოახერხა
თამაშში 4 გოლის გატანა, თანაც, "ლურჯებს" ერთი ამდენის შანსი კიდევ ჰქონდათ.

ასე რომ, "იუნაიტედის" წაუგებელ სერიას სერიოზული გამოცდა ელის. სტატისტიკა მასპინძლების უპირატესობაზე მეტყველებს: "ოლდ ტრეფორდზე" გამართული უკანასკნელი 20 შეხვედრიდან მას 16 მოგება აქვს.

ჩემპიონის გრაფიკი
"ჰალმა" წინა ტურში "ლივერპული" დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა, თუმცა მას მაინც ძალიან გაუჭირდება "არსენალის" საჩემპიონო გრაფიკიდან ამოგდება. რას ვგულისხმობთ ამ ფრაზაში? 2004/05-ის სეზონის "ჩელსიმ" მთელი წელი სტაბილურად ითამაშა და ალალად დაიმსახურა ოქროს მედლები.

ჟოზე მოურინიოს მანქანას 13 ტურის შემდეგ მაშინ 32 ქულა ჰქონდა, ერთით მეტი, ვიდრე ახლა აქვს "არსენალს". 9 წლის წინ პორტუგალიელის გუნდმა ისეთი სიმაღლე დაიპყრო, რომ მას მერე მასთან გატოლებას ბევრი ცდილობდა, თუმცა ამაოდ. "ვეფხვებს" გაუჭირდებათ თუნდაც იმიტომ, რომ მიმდინარე სეზონში სტუმრად მასზე ცუდად მხოლოდ ორი გუნდი თამაშობს, რომლებსაც დიდი გამოცნობა არ დასჭირდება, თუკი ცხრილის ფსკერს დააკვირდებით.

"იუნაიტედისა" არ იყოს, სტატისტიკა ამ შემთხვევაშიც მასპინძლის უპირატესობას უსვამს ხაზს - ზედიზედ 4 მოგება.

კიდევ ერთხელ: ჯეკო რჩება
"ტელეგრაფის" ცნობით, "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იანვარში ედინ ჯეკოს გაყიდვას არ აპირებს. მიმდინარე სეზონში 27 წლის ბოსნიელი სერხიო აგუეროსა და ალვარო ნეგრედოს ჩრდილშია მოქცეული და ძირითად შემადგენლობაში იშვიათად თამაშობს. სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად კი, გაზეთები სულ უფრო ხშირად წერდნენ ედინის შესაძლო ტრანსფერზე.

"ჯეკოს ზუსტად ისევე ვენდობი, როგორც სეზონის დასაწყისში. მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა,"
- აცხადებს "ქალაქელთა" თავკაცი.

სანია ვერ ითამაშებს
"არსენალს" "ჰალთან" 30 წლის მარჯვენა მცველი ბაკარი სანია დააკლდება. მიზეზი ფრანგი ვეტერანის მუხლის პრობლემებია. როდის განაახლებს ფეხბურთელი ვარჯიშს, ამ ეტაპზე ამის თქმა შეუძლებელია. სანია, ვინც ყოველთვის ცნობილი იყო თავისი მყიფე ჯანმრთელობით, აგვისტოდან მოყოლებული, პრაქტიკულად, პაუზის გარეშე თამაშობს. პრემიერლიგაში მან 12 თამაში ჩაატარა (11 ძირითადში), გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.

იელავიჩს მთხოვნელი გამოუჩნდა
"კრისტალ პალასის" ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელი ტონი პულისი იანვარში სატრანსფერო ბაზარზე გასვლას გეგმავს. ყველაზე მეტად უელსელ სპეციალისტს თავდასხმის გაძლიერება უნდა და საამისოდ კანდიდატურა უკვე შეარჩია: ნიკიცა იელავიჩი "ევერტონიდან". "გუდისონ პარკზე" 28 წლის ხორვატი სათამაშო პრაქტიკის გარეშეა დარჩენილი. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან რობერტო მარტინესს რომელუ ლუკაკუ ჰყავს.

დედაქალაქელები მზად არიან, იელავიჩში სოლიდური თანხა გაიღონ, უკიდურეს შემთხვევაში კი, 6-თვიანი იჯარით წაიყვანონ.

კიდევ ერთი ბომბარდირი "ტოტენჰემში"
"გარდიანის" ინფორმაციით, "ტოტენჰემი" "ფიორენტინას" დაუკავშირდა და 26 წლის ჯუზეპე როსის ტრანსფერზე მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. "იები" მზად არიან, სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირს დაემშვიდობონ, ოღონდ ლონდონელებისგან ისინი 30 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

"დეზებმა" კარგად უნდა აწონ-დაწონონ, რაზე მიდიან, რადგან მათ ერთი ძვირად ღირებული, თუმცა პრაქტიკულად, გამოუსადეგარი თავდამსხმელი შემადგენლობაში უკვე ჰყავთ. ვგულისხმობთ რობერტო სოლდადოს, ვინც 13 თამაშში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და აქედან 3 პენალტით.

XIV ტური

3 დეკემბერი
კრ. პალასი-ვესტ ჰემი

4 დეკემბერი
არსენალი-ჰალ სიტი 23:45
დისკვალიფიკაცია: - კერტის დევისი
ტრავმა: მიაიჩი, დიაბი, სანია, პოდოლსკი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სანოგო - მაკშეინი, ქუინი, ალუკო
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +4=0-1 (11-5)

ლივერპული-ნორვიჩი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სტარიჯი, ხ. ენრიკე, კოატესი - ბანი, ე. ბენეტი, ვან ვოლფსვინკელი, სნოდგრასი, პილკინგტონი, ტეტი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +24=12-10 (88-42)

ცენტრალური მატჩი. 4 დეკემბერი. "ოლდ ტრეფორდი". 23:45
იუნაიტედი-ევერტონი
იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - სმოლინგი, ფერდინანდი, ევანსი, ევრა - კლევერლი, ფელაინი - ვალენსია, ნანი, კაგავა - რუნი
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, იაგიელკა დისტენი, ოვიედო - ბარი, ოსმანი - პიენაარი, ბარკლი, დეულოფეუ - ლუკაკუ
დისკვალიფიკაცია: ფილ ჯონსი -
ტრავმა: ვან პერსი, კერიკი, დ. ფლეტჩერი - ბეინსი, კონე, გიბსონი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +3=3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 166 თამაში: +75=40-51 (261-226)

საუთჰემპტონი-ასტონ ვილა 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დევისი, გული, ბორუცი - ნზოგბია, ოკორე
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 56 თამაში: +20=15-21 (73-69)

სტოკ სიტი-კარდიფი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰუთი, არნაუტოვიჩი -
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +9=4-9 (27-30)

სანდერლენდი-ჩელსი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვესტვუდი, კუელიარი - ლუისი, ეტოო, ვან გინკელი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 104 თამაში: +34=18-52 (156-191)

სუონსი-ნიუკასლი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბონი, რანხელი, მონკი, მიჩუ - რ. ტეილორი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +2=2-2 (4-7)

ფულჰემი-ტოტენჰემი 00:00
დისკვალიფიკაცია: რიტერი -
ტრავმა: ჰანგელანდი, ბრიგსი, როდალიეგა - კეინი, როუზი, ერიქსენი
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 50 თამაში: +9=14-27 (52-88)

ვესტ ბრომვიჩი-სიტი 00:00
დისკვალიფიკაცია: იუსუფ მულუმბუ -
ტრავმა: ანელკა, გერა, სინკლერი, ფოსტერი - სილვა, იოვეტიჩი, ნასტასიჩი, კომპანი
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 117 თამაში: +46=21-50 (192-194)

ბომბარდირები: 10 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) 9 - ლუის სუარესი (ლივერპული), დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 8 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), აარონ რემსი (არსენალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული