მან არათუ ძირითადი ოთხეული ვერ შეარჩია, ისიც კი ვერ გადაწყვიტა, რამდენი უკანახაზელით უნდა ითამაშოს. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ "იუნაიტედს" თუ არ ჩავთვლით, წუხანდელ თამაშებამდე მერსისაიდელებს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლთა შორის ყველაზე მეტი გოლი ჰქონდათ გაშვებული.
გთავაზობთ, უბრალოდ თვალი გადაავლოთ სიას, ვის რამდენჯერ ხვდა მოედანზე გასვლის პატივი: მარტინ შკრტელი (11 თამაში), კოლო ტურე (10), გლენ ჯონსონი (8), დანიელ აგერი (7),
- დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია და ის მწვრთნელებისგან ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. სეზონის დაწყების შემდეგ ჩვენმა უკანა ხაზმა სერიოზული ცვლილებები განიცადა. თუკი ვგრძნობდი, რომ შედეგის მისაღებად გადაადგილებები იყო საჭირო, ამას აუცილებლად ვაკეთებდი. შემადგენლობის მეტ-ნაკლებმა როტაციამ შესაძლოა ხელი შეგიწყოს სტაბილურ თამაშში, თუმცა უფრო ხშირად ამ ნაბიჯს იძულებით ვდგამდით და თანაც რამდენიმე პოზიციაზე ერთდროულად.
სახოსგან თავიდანვე ველოდით, რომ ის სასტარტო შემადგენლობისთვის იბრძოლებდა და მან ჩვენი იმედები გაამართლა. მამადუ გუნდს მაშინ შეუერთდა, როცა სამი ცენტრალური მცველით ვთამაშობდით და მან გარემოს ალღო იოლად აუღო. ყოველი შანსისთვის ის დღემდე ძალიან ბევრს შრომობს.
ბოლო ტურებში ბევრს ვცდებოდით. ამის თქმა განსაკუთრებით "ევერტონთან" და "ჰალთან" თამაშებზე შეიძლება. რთულია, როცა დაცვის ცენტრში სტაბილურად მოთამაშე დუეტის შეკვრა ჭიანურდება, რომელიც ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულად დაუდგება. ვგრძნობ, რომ ხშირად პრობლემები გვექმნება ფიზიკურად ძლიერ თავდამსხმელებთან.
რას ვითხოვ სტოპერებისგან? პირველ რიგში, სტაბილურობას თავიანთ პოზიციებზე. მცველისთვის მთავარი ბურთთან მოპყრობის ტექნიკა კი არა, დაცვითი ფუნქციების საუკეთესოდ ათვისებაა. თუკი ის ამას მოახერხებს, მერე საკუთარი ზონიდან შეტევის წამოწყებასაც შეძლებს.
ინგსის ორი ვარიანტი
ჩემპიონშიპის "ბარნლისა" და ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების 21 წლის თავდამსხმელ დენი ინგსს ორი ვარიანტი აქვს მომავალ წელს პრემიერლიგაში სათამაშოდ - რთული და გარანტირებული.
პირველ შემთხვევაში მან გუნდთან ერთად უნდა მოიპოვოს უმაღლესი ლიგის საგზური ან დათანხმდეს "ლივერპულის" წინადადებას და კარიერა "ენფილდზე" განაგრძოს. "მირორის" ცნობით, მერსისაიდული კლუბი იანვარშივე შეეცდება ნიჭიერი შემტევის გადაბირებას და თუ ამ ეტაპზე არ გამოუვიდა, სეზონის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ სცდის ბედს.
2014-ის ზაფხულში "ბარნლი", უბრალოდ, იძულებული გახდება, მოლაპარაკებებს დათანხმდეს, რადგან ფეხბურთელთან კონტრაქტში ერთი წელიღა ექნება დარჩენილი.
გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ინგსმა კლუბში 21 თამაში ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამის გათვალისწინებით, გრანდების დაინტერესება ბუნებრივი გვეჩვენება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბრენდან როჯერსი: ალექს ფერგიუსონმა ფეხბურთის დაუწერელი კანონი დაარღვია