ინგლისი. პრემიერლიგა. XIV ტურის შეჯამება და სიმბოლური: მოიესის ბედის ირონია

AutoSharing Option
საგაზეთო ფორმატი საშუალებას არ გვაძლევს, რომ XIV ტურის ცენტრალურ თამაშზე უფრო ვრცლად გესაუბროთ.

არადა, 21-წლიანი პაუზის შემდეგ "ევერტონის" გამარჯვება "ოლდ ტრეფორდზე" ამას ნამდვილად იმსახურებს.

შევეცადეთ, დევიდ მოიესის მატჩისშემდგომი კომენტარიდან თქვენთვის მთავარი აზრი გადმოგვეცა. მაშ ასე, აი, რა თქვა "ეშმაკების" დამრიგებელმა:

"დღეს გატანის არა ერთი და ორი შანსი გვქონდა. ერთადერთი ბურთიც კი გვეყოფოდა, რომ მატჩის მიმდინარეობა რადიკალურად შეგვეცვალა, მაგრამ წარმოუდგენლად არ გაგვიმართლა. ბედმა გვიმუხთლა, როცა თამაშის ბოლოს გავუშვით. ეს იყო ჩავარდნა, მეტი არაფერი. იმედგაცრუებული ვარ, რომ არათუ უბრალოდ ხშირად ვკარგავდით ბურთს,
არამედ მერე მისი დაბრუნებაც ძალიან გვიჭირდა".

ტურის ფაქტები
"არსენალმა" "ჰალს" უკანასკნელი 10-დან 9 თამაში მოუგო (1 ფრე).

"მეთოფეებმა" ჩემპიონატში ბოლო 6-დან 5-ჯერ შეძლეს კარის მშრალად შენახვა.

"ჰალმა" პრემიერლიგაში ბოლო 31 გასვლითი მატჩიდან 23 წააგო და მხოლოდ ერთხელ იმარჯვა.

* * *
"ლივერპულმა" "ნორვიჩი" უკანასკნელ 9 შეხვედრაში 8-ჯერ დაამარცხა (1 ფრე).

მერსისაიდელებმა მეტოქეს ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაუტანეს 5 გოლი (5:2, 5:0, 5:1).

ლუის სუარესმა "ნორვიჩთან" ბოლო 4 შეხვედრაში 11-ჯერ გამოიჩინა თავი, მათ შორის - 1 პოკერი, 2 ჰეთ თრიქი.

* * *
"მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ევერტონთან" 1992 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა.

რაიან გიგზი მინდვრის მეოთხე მოთამაშე გახდა პრემიერლიგის ისტორიაში, ვისაც 40 წლის ზემოთ უთამაშია. აქამდე ეს შეძლეს: ტედი შერინგემმა, გორდონ სტრახანმა და კევინ ფილიპსმა.

* * *
მე-11 ტურის შემდეგ "საუთჰემპტონს" საუკეთესო დაცვა ჰყავდა პრემიერლიგაში. "წმინდანები" მიჯრით 3-ჯერ დამარცხდნენ და 8 გოლი გაუშვეს.

"ვილასთან" მარცხის შემდეგ პრემიერლიგაში მხოლოდ სამი გუნდი დარჩა, რომელსაც საშინაო შეხვედრა ჯერ არ წაუგია. ესენი არიან: "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი" და "ევერტონი".

14 ტურში "ვილამ" მხოლოდ მესამედ შეძლო ანგარიშის გახსნა.

* * *
"სტოკმა" "კარდიფთან" მეშვიდედ ითამაშა წაუგებლად (4 მოგება, 3 ფრე).

მარკ ჰიუზის გუნდმა პრემიერლიგაში უკანასკნელი 11-დან მხოლოდ ერთხელ იმარჯვა.

"მანჩესტერ სიტის" შემდეგ (2) "სტოკს" ყველაზე ცოტა, 3 გოლი აქვს გაშვებული საშინაო შეხვედრებში.

* * *
"სანდერლენდი" "ჩელსისთან" ბოლო 18 შეხვედრიდან 17-ჯერ დამარცხდა. მათ შორის - 6-ჯერ ზედიზედ.

ჟოზე მოურინიოს დაბრუნების შემდეგ "ჩელსიმ" პირველად მოიგო ზედიზედ ორი გასვლითი შეხვედრა.

2012 წლის 8 დეკემბერს "სანდერლენდთან" ფერნანდო ტორესის მიერ გატანილი გოლის შემდეგ "ჩელსის" არცერთ ცენტრფორვარდს სტუმრად თავი არ გამოუჩენია.

* * *
"სუონსიმ" "ნიუკასლს" 4-თამაშიანი მოგებათა სერია შეაწყვეტინა.

"გედებმა" "კაჭკაჭები" პრემიერლიგის 5 მატჩიდან მესამედ დაამარცხეს.

* * *
უკვე 4 ტური გავიდა მას მერე, რაც "ფულჰემი" გასავარდნ ზონაში დაეშვა.

მარტინ იოლის ზედიზედ 5 მარცხს რენე მალენსტენმა სადებიუტო მატჩში მეექვსეც მიაყოლა.

"ტოტენჰემმა" "ქრევეინ კოტეჯზე" ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა და ჩემპიონატში 4-თამაშიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

14 ტურში მხოლოდ მეოთხედ მოხდა, რომ "ტოტენჰემმა" თამაშში 2 გოლი გაიტანა.

* * *
"ვესტ ბრომვიჩსა" და "სიტის" შორის ტრადიციული შედეგიანი მატჩი გაიმართა. 42%-ზე მეტ შემთხვევაში მათ დაპირისპირებაში 4 ან მეტი გოლი გადის.

ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე ინგლისური კლუბებისგან "სიტი" პირველი აღმოჩნდა, რომელმაც "ბრომვიჩის" დამარცხება შეძლო.

14 ტურის შემდეგ "ბრომვიჩს" იმდენივე გოლი აქვს გატანილი (17), რამდენიც "სიტის" ბომბარდირებს: სერხიო აგუეროსა (11) და ალვარო ნეგრედოს (6).

XIV ტურის სიმბოლური ნაკრები
ტიმ ჰოვარდი (ევერტონი) - კაილ უოლკერი (ტოტენჰემი), ვლად კირიკეში (ტოტენჰემი), კარლ ჯენკინსონი (არსენალი), ალექსანდარ კოლაროვი (მანჩესტერ სიტი) - იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), ედენ აზარი (ჩელსი), რაჰემ სტერლინგი (ლივერპული), მესუთ იოზილი (არსენალი) - გაბრიელ აგბონლაჰორი (ასტონ ვილა), ლუის სუარესი (ლივერპული)

სტატისტიკა XIV ტურის შემდეგ
საუკეთესო ბომბარდირები
13 - ლუის სუარესი (ლივერპული)
11 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)
9 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული)
8 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), აარონ რემსი (არსენალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

საუკეთესო მეპასეები
6 - მესუთ იოზილი (არსენალი)
5 - სტივენ ჯერარდი (ლივერპული), აარონ რემსი (არსენალი)
4 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), კევინ მირალიაში (ევერტონი), რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი)

გოლი+პასი
15 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) - 11+4, ლუის სუარესი (ლივერპული) - 13+2
13 - აარონ რემსი (არსენალი) - 8+5
12 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 8+4
11 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული) - 9+2, ოლივიე ჟირუ (არსენალი) - 7+4

ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები
5 - ფერნანდო ტორესი (ჩელსი), მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი), მაპუ იანგა-მბივა (ნიუკასლი), მატიო ფლამინი (არსენალი), ლუკას ლეივა (ლივერპული), მიკელ არტეტა (არსენალი), კერტის დევისი (ჰალი), იუსუფ მულუმბუ (ვესტ ბრომვიჩი), იონას ოლსონი (ვესტ ბრომვიჩი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), მატიო დებუში (ნიუკასლი)
წითელი ბარათი - 3 ქულა, ყვითელი - 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დევიდ მოიესი: წავაგეთ და ახლა ძალიან ბევრი მატჩის მოგება დაგვჭირდება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული