მე-10 წუთზე მარცხნიდან ალექსანდრ კოლაროვმა ჩაუწოდა სერხიო აგუეროს და არგენტინელმაც ანგარიში გახსნა.
ამის მერე ანგარიში კიდევ ერთმა არგენტინელმა გაათანაბრა, რომელიც იტალიის ნაკრების ღირსებას იცავს - 42-ე წუთზე პაბლო ოსვალდომ ულამაზესი გოლი გაიტანა.
"სიტი" 29 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო "საუთჰემპტონი" 23 ქულით მერვეა.
მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი): "მე მოპოვებული ქულითაც კმაყოფილი ვარ. ორივე გუნდმა თანაბრად ითამაშა, ასე რომ, თითო ქულას ორივე იმსახურებდა. დღეს ჩვენ კარგად ვითამაშეთ,