თეო უოლკოტი: მინდა შევახსენო ხალხს თუ რისი გაკეთება შემიძლია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი თეო უოლკოტი იმედოვნებს, რომ მალე ძველ ფორმას დაიბრუნებს და ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიმკვიდრებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ უოლკოტმა ტრავმის გამო 2 თვე გამოტოვა.

"ჩემი პრიორიტეტი "არსენალში" კარგი თამაშია. უნდა დავრწმუნდე, რომ მზად ვარ სათამაშოდ.

ყოველთვის კარგია, როცა შემადგენლობაში კონკურენციაა.

ძალიან განვიცადე, რომ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოვხდი, მაგრამ ახლა უკვე იმედგაცრუებამ გამიარა.

ამის შემდეგ ოპტიმალურ კონდინციებს მიავღწიე. უბრალოდ მინდა შევახსენო ხალხს თუ რისი გაკეთება შემიძლია",
- თქვა უოლკოტმა.

მომზადებულია Daily Star-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული