ინგლისი. პრემიერლიგა. XV ტური: სხვა გუნდი და სხვა შედეგი [VIDEO]

AutoSharing Option
"ჩელსის" დაცვა არ უვარგა
"ბრიტანიაზე" თამაშის დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიომ გულწრფელად აღიარა, რომ "ჩელსის" სერიოზული პრობლემები აქვს.

პორტუგალიელის კარნახი არ დაგვჭირვებია, რომ ამ დასკვნამდე დამოუკიდებლად მივსულიყავით. "ლურჯებმა" პრემიერლიგის ბოლო 10 თამაშში მხოლოდ ერთხელ მოახერხეს კარის მშრალად შენახვა, უკანასკნელ 2 შეხვედრაში კი ერთბაშად 6 გოლი გაუშვეს.

სტუმართა თამაშში რამდენიმე კანონზომიერება შევნიშნეთ და გვგონია, რომ ეს სწორედაც რომ მწვრთნელის ჩანაფიქრი იყო, რომელმაც არ გაამართლა. მაგალითად ის, რომ ყველაზე აქტიური დამაგვირგვინებელ ფაზაში რ
ამირესი გახლდათ, ყველაზე რეალური მომენტები შიურლეს ექმნებოდა ან გერმანელი თავად ქმნიდა. ამ ფონზე უცნაური იყო, რომ აზარი, მატა და ტორესი პასიურობდნენ.

"სტოკი" კი ტრადიციულ ფეხბურთს თამაშობდა: ჩაწოდებები საჯარიმოში კრაუჩის იმედად, ხისტი, დროდადრო უხეში თამაში, სწრაფი კონტრშეტევები და დაუღალავი მოძრაობა უბურთოდ.

"მეთიხეთა" ერთი შეხედვით მარტივ კომბინაციებს "ჩელსიმ" ორჯერ დაბნეულობით უპასუხა და ორი გოლი მიიღო. შეცვლაზე შესულმა აისადიმ თამაშს წერტილი ტექნიკური დარტყმით დაუსვა. "ჩელსის" დაცვა ამ ეპიზოდსაც მოუმზადებელი შეხვდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

41 წლის შემდეგ
დევიდ მოიესი კიდევ დიდხანს დარჩება სერ ალექს ფერგიუსონის ჩრდილში და მის ყოველ ნაბიჯს შეადარებენ ლეგენდარულ თანამემამულეს. "ნიუკასლთან" "ოლდ ტრეფორდზე" მარცხი მისთვის მე-5 აღმოჩნდა ჩემპიონატში.

ამაზე მეტი წაგება "ეშმაკებს" 2009/10 წლების შემდეგ არ ჰქონიათ, ოღონდ მთლიანად 38 ტურში. სასტარტო 15 ტურის შემდეგ კი მსგავსი შედეგი ბოლოს 2001/02-ის სეზონში ჰქონდათ. 12 წლის წინ "იუნაიტედი" საბოლოოდ ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გავიდა. ამჟამინდელ გუნდს კი ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება.

თამაში საყურებლად უინტერესო გამოდგა. განსაკუთრებით ეს პირველ ტაიმზე ითქმის, როცა მოედანზე ბრძოლა უფრო მეტი იყო, ვიდრე ფეხბურთი. მხოლოდ ერთი რამ იყო თვალშისაცემი, რომ სტუმარი უზარმაზარ უპირატესობას ფლობდა მოედნის ცენტრში. მეორე ტაიმზე იმავეს თქმა გაგვიჭირდება.

სასტარტო მონაკვეთში მასპინძელთა მონდომება მსაჯებმა წყალს გაატანეს, როცა ევრას თავურის შემდეგ ანიტას მიერ კარის ხაზიდან ხელით გამოტანილი ბურთი ვერ დაინახეს. ჰოლანდიელი აშკარად იმსახურებდა წითელ ბარათს.

"კაჭკაჭები" მალე აქეთ დაწინაურდნენ. კონტრშეტევაზე სისოკოს პასი კაბაიმ გამოიყენა. ვან პერსის მხოლოდ ამის მერე შეექმნა ერთადერთი რეალური მომენტი. მან გაიტანა კიდეც, თუმცა თამაშგარედან. საერთო ჯამში, რობინი მოედანზე მყოფთაგან ყველაზე სუსტი იყო.

1972 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "ნიუკასლმა" "ოლდ ტრეფორდზე" მოიგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ქაოსი "ენფილდზე"
"ლივერპულმა" "ენფილდზე" ქაოსით შეზავებული მორიგი ლამაზი სანახაობა შემოგვთავაზა. ამაში დასარწმუნებლად მარტო ტექნიკური მონაცემებისთვის თვალის გადავლებაც კმარა. ინგლისელი სტატისტიკოსები თუ არ შემოგვეშველნენ, ნამდვილად გაგვიჭირდება იმის თქმა, თუ როდის გავიდა უკანასკნელად სამი ავტოგოლი ერთ შეხვედრაში.

სუარესმა "ჩაქუჩებთან" კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ კლასს. 26 წლის ურუგვაელმა "წითლების" ბოლო 9 გოლიდან 8-ში უშუალო მონაწილეობა მიიღო: 5 თავად გაიტანა, 1 პასი გააკეთა და 2-ჯერ მეტოქემ მისი აქტიურობის შემდეგ დალაშქრა საკუთარი კარი.

ანგარიშის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ დედაქალაქელები უშანსოდ იყვნენ. 0:0-ზე მინიოლეს ვაჟკაცობა რომ არა, ანგარიში რამდენჯერმე შეიძლებოდა გახსნილიყო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ოსვალდოს შედევრი
"საუთჰემპტონი" "სიტისთან" მატჩს 3-თამაშიანი წაგებათა სერიით შეხვდა. აქედან ორჯერ "წმინდანებმა" ჩემპიონობის პრეტენდენტებთან (არსენალი, ჩელსი) დათმეს, მესამესთან კი მაქსიმალურად მოინდომეს და ალალი ქულა დაიმსახურეს. "სიტი" კი პირველ ადგილს კიდევ უფრო დაშორდა.

"სენტ მერიზე" ყველაზე ლამაზი, რაც მოხდა, პაბლო ოსვალდოს გოლი იყო. იტალიელმა მოკლე მონაკვეთზე შეძლო და ჯერ კომპანის, საბალეტასა და დემიკელისს დაახვია თავბრუ, მერე კი 2-მეტრიან პანტილიმონს ბურთი შორეულ კუთხეში "ჩაუსვა". რუმინელს ეფექტურმა ნახტომმაც ვერ უშველა.

"სანდერლენდს" უკვე საკუთარი კედლებიც აღარ შველის. "შავმა კატებმა" "სტედიუმ ოფ ლაითსზე" 4 დღეში მეორე თამაში დათმეს. ამაში თავისი როლი ითამაშა არბიტრმა ლი მეისონმა, ვინც მეორე ტაიმში ლორისის კარში 100%-იანი პენალტი არ დანიშნა სანდროს მიერ ხელით თამაშისთვის. თავის მხრივ, "ტოტენჰემმა" ზედიზედ მეორედ იმარჯვა და ევროთასების ზონას დაუბრუნდა. იმის მიუხედავად, რომ "ფულჰემი" და "სანდერლენდი" პრემიერლიგის ყველაზე სუსტი გუნდები არიან, მათთან აღებულ 6 ქულას ამით გემო არ ეკარგება.

"ნორვიჩი" ხან ალთას არის, ხან ბალთას, რაც ამ გუნდის თამაშების ყურებას ნამდვილად სახალისოს ხდის. კრის ჰიუტონის გუნდს ბოლო 6 მატჩში 3 მოგება და ამდენივე წაგება აქვს. 3-დან ორჯერ ის უბრალოდ კი არ დამარცხდა, განადგურდა - ჯერ "სიტისთან" 0:7, შემდეგ "ლივერპულთან" 1:5.

"იადონებმა" ორივე ნოკაუტის მერე სწრაფად შეძლეს გონს მოსვლა. მათთვის არც "ბრომვიჩთან" თამაში იყო იოლი, თუმცა ელვისებური კონტრშეტევების წყალობით დამსახურებული 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მინიმალური რევანში
რობერტო მარტინესს "ემირეიტსზე" ბოლო თამაში ცუდად ახსოვდა. პრაქტიკულად, განწირულ "უიგანს" "მეთოფეებმა" წირვა გამოუყვანეს და ჩემპიონშიპში დააქვეითეს. "ათლეტებს" რამდენიმე დღით ადრე ასოციაციის თასის მოგებით გამოწვეული ბედნიერების გააზრებაც კი არ დასცალდათ და აი, ესპანელი იმავე არენას პირველად ეწვია, სადაც კიდევ ერთ მარცხთან იყო ახლოს, თუმცა სხვა გუნდით მან სულ სხვა შედეგი მიიღო.

"ევერტონი" ცნობილი მიზეზის გამო ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას შესანიშნავ განწყობაზე შეხვდა. პირველ ტაიმში სტუმართა უპირატესობა თვალშისაცემი იყო. პირველ ოც წუთში მათ ორი სახიფათო მომენტი შექმნეს. ეპიზოდებში "არსენალი" საკუთარი ნახევრიდან ბურთის გატანასაც კი ვერ ახერხებდა, თუმცა... რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

ტაიმის მიწურულს სიტუაცია შეიცვალა. მარტო ჟირუს 2-წუთიან მონაკვეთში 3 მომენტი ჰქონდა. მეორე ტაიმში მასპინძელი გარდაისახა.

რაც პირველში ინერვიულა, ორმაგად აინაზღაურა. გოლი ნელ-ნელა მწიფდებოდა. უოლკოტი-ჟირუ-იოზილის კომბინაცია გერმანელმა დაასრულა. "ევერტონს" დარჩენილი დროც ეყო გასათანაბრებლად. ბოლო წამებზე ისევ ჟირუს შეეძლო, შორეული დარტყმით 3 ქულა დაებევებინა, მაგრამ ხარიხას გაარტყა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინგლისი. პრემიერლიგა. XV ტური
იუნაიტედი-ნიუკასლი 0:1
გოლი: 0:1 კაბაი (61)
იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - რაფაელი (76. ვალენსია), ევანსი, ვიდიჩი, ევრა - კლევერლი (69. ანდერსონი), ჯონსი, ნანი (68. ზაჰა), იანუზაი - ერნანდესი, ვან პერსი
ნიუკასლი (4-4-2): კრული - დებუში (83. იანგა-მბივა), უილიამსონი, კოლოჩინი, სანტონი - ტიოტე, ანიტა, კაბაი (78. შ. ამეობი), სისოკო - გუფრანი (57. ბენ არფა), რემი
გაფრთხილება: - კაბაი, ანიტა
კარში დარტყმა: 12-12 (4-3) კუთხური: 4-4 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 11-18 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 75 233

პალასი-კარდიფი 2:0
გოლები: 1:0 ჯერომი (6), 2:0 შამახი (57)
პალასი (4-4-2): სპერონი - ვორდი, გებიდონი, დელეინი, მოქსი (25. მარიაპა) - ჟედინაკი, დიკგაჩოი, ბენანი (84. ოკიფი), პანჩეონი - შამახი, ჯერომი
კარდიფი (4-2-3-1): მარშალი - ტეოფილ-კეტრინი, კოლკერი, ტერნერი, ჯონი - მედელი, უიტინგჰემი - კოუი (46. ნუნი), მატჩი, კიმი (60. ოდემვინგი) - კემპბელი (68. კორნელიუსი)
გაფრთხილება: -
კარში დარტყმა: 24-12 (5-2) კუთხური: 8-3 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 9-12 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 23 705

ლივერპული-ვესტ ჰემი 4:1
გოლები: 1:0 დემელი (42-ს.კ-ში), 2:0 სახო (47), 2:1 შკრტელი (66-ს.კ-ში), 3:1 სუარესი (81), 4:1 ობრაიენი (84)
ლივერპული (4-2-3-1): მინიოლე - ჯონსონი, შკრტელი, სახო, ფლენაგანი (79. კელი) - ალენი, ჯერარდი (56. ლეივა) - ჰენდერსონი, კოუტინიო, სტერლინგი (72. მოზესი) - სუარესი
ვესტ ჰემი (4-4-2): იასკელაინენი - დემელი, კოლინსი, ტომკინსი (56. ობრაიენი), მაკარტნი - ნოუბლი, ნოლანი, დიამე, დაუნინგი (46. ჯ. კოული) - მაიგა, ჯარვისი (84. ტეილორი)
გაფრთხილება: - ჯ. კოული, დემელი, კოლინსი
გაძევება: - ნოლანი (82)
კარში დარტყმა: 40-9 (8-1) კუთხური: 8-4 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 9-12 ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 44 781

საუთჰემპტონი-სიტი 1:1
გოლები: 0:1 აგუერო (10), 1:1 ოსვალდო (42)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): გასანიგა - ჩემბერსი, ფონტე, ლოვრენი, შოუ - ვორდ-პრაუსი, კორკი - ლალანა (85. რამირესი), დევისი (90. რედი), როდრიგესი - ოსვალდო (77. ლამბერტი)
სიტი (4-4-2): პანტილიმონი - საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კოლაროვი -ფერნანდინიო, ი. ტურე (79. ჯეკო), მილნერი (62. ხ. გარსია), ნასრი - ნეგრედო (62. ნავასი), აგუერო
გაფრთხილება: - ნასრი, აგუერო
კარში დარტყმა: 19-15 (4-3) კუთხური: 5-4 თამაშგარე: 6-2 ჯარიმა: 6-9 ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 31 229

სტოკი-ჩელსი 3:2
გოლები: 0:1 შიურლე (9), 1:1 კრაუჩი (42), 2:1 აირლანდი (50), 2:2 შიურლე (53), 3:2 ასაიდი (90)
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კემერონი, შოუკროსი, უილსონი, მუნიესა - უელანი (86. პალასიოსი), ნზონზი - ადამი (18. აირლანდი), უოლტერსი (84. ასაიდი), არნაუტოვიჩი - კრაუჩი
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - რამირესი, მიკელი (70. ლამპარდი) - შიურლე (70. ეტოო), მატა, აზარი - ტორესი (59. ბა)
გაფრთხილება: კრაუჩი, უოლტერსი, ასაიდი, აირლანდი - ტერი
კარში დარტყმა: 12-21 (3-6) კუთხური: 5-2 თამაშგარე: 2-0 ჯარიმა: 14-8 ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 25 154

ვესტ ბრომვიჩი-ნორვიჩი 0:2
გოლები: 0:1 ჰუპერი (13), 0:2 ფერი (89)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): მაიჰილი - ჯონსი, მაკაული, ლუგანო, რიჯუელი (46. ლონგი) - მულუმბუ, იაკობი - ბრანტი, სესინიონი, ამალფიტანო (46. ბერაინო) - ანიჩებე (81. ვიდრა)
ნორვიჩი (4-4-2): რადი - უიტეიკერი (90. მარტინი), ტერნერი, ბასონგი, ოლსონი - ჰაუსონი, ჯონსონი, რედმონდი, ფერი - ელმანდერი (76. მერფი), ჰუპერი (90. ბეკიო)
გაფრთხილება: ბრანტი - უიტეიკერი, რადი, მერფი,
კარში დარტყმა: 39-11 (12-3) კუთხური: 10-3 თამაშგარე: 1-0 ჯარიმა: 10-6 ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 23 675

სანდერლ-ტოტენჰემი 1:2
გოლები: 1:0 ე. ჯონსონი (37), 1:1 პაულინიო (43), 1:2 ოში (50-ს.კ-ში)
სანდერლენდი (4-4-2): მანონე - ჩელუსტკა (77. ჯაკერინი), ოში, ბრაუნი, ბერდსლი - კოლბეკი (67. კატერმოული), კი, ჯონსონი (67. ბორინი), ლარსონი - ფლეტჩერი, ალტიდორი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, კაპუ, დოუსონი, ნაუტონი - პაულინიო, დემბელე (73. სანდრო) - ლენონი, ჰოლტბი (79. ტაუნსენდი), შადლი (84. სიგურდსონი) - დეფო
გაფრთხილება: ჩელუსტკა, ალტიდორი -
კარში დარტყმა: 15-27 (4-5) კუთხური: 4-10 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 14-9 ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 37 963

ფულჰემი-ასტონ ვილა 2:0
გოლები: 1:0 სიდუელი (21), 2:0 ბერბატოვი (30)
ფულჰემი (4-2-3-1): სტეკელენბურგი - რიტერი, სენდეროსი, ჰიუზი, რიისე - კარაგუნისი (73. კასამი), პარკერი - კაჩანიკლიჩი (77. დაფი), სიდუელი, დეჟაგა - ბერბატოვი
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ბაკუნა, კლარკი, ბეიკერი, ჰერდი (81. ლოუტონი) - ვესტვუდი, დელფი, ელ-აჰმადი (46. ტონევი) - ვაიმანი (81. ოლბრაიტონი), ბენტეკე, აგბონლაჰორი
გაფრთხილება: - დელფი ჰერდი
კარში დარტყმა: 30-12 (9-2) კუთხური: 4-7 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 12-13 ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 22 288

არსენალი-ევერტონი 1:1
გოლები: 1:0 იოზილი (80), 1:1 დეულოფეუ (84)
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - არტეტა, რემსი (68. როსიცკი) - იოზილი, კასორლა (68. უოლკოტი), უილშირი (68. ფლამინი) - ჟირუ
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - კოულმენი, დისტენი, იაგიელკა, ოვიედო - ბარი, მაკარტი - მირალიაში (80. დეულოფეუ), ბარკლი (90+3. ნეისმიტი), პიენაარი (71. ოსმანი) - ლუკაკუ
გაფრთხილება: - ბარი, მაკარტი, ჰოვარდი, დეულოფეუ
კარში დარტყმა: 16-16 (5-4) კუთხური: 3-2 თამაშგარე: 2-1 ჯარიმა: 13-11 ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 60 001

9 დეკემბერი
სუონსი-ჰალი 00:00

ბომბარდირები:
14 - ლუის სუარესი (ლივერპული), 12 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 9 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 8 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), აარონ რემსი (არსენალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

მომდევნო ტური
14 დეკემბერი:
მანჩესტერ სიტი-არსენალი, კარდიფი-ვესტ ბრომვიჩი, ჩელსი-კრისტალ პალასი, ევერტონი-ფულჰემი, ნიუკასლი-საუთჰემპტონი, ვესტ ჰემი-სანდერლენდი, ჰალ სიტი-სტოკ სიტი

15 დეკემბერი:
ასტონ ვილა-მანჩესტერ იუნაიტედი, ნორვიჩი-სუონსი, ტოტენჰემი-ლივერპული

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული