"მანჩესტერ იუნაიტედის" ფანატმა საყვარელი გუნდის წაგების გამო თავი მოიკლა

AutoSharing Option
კენიაში მცხოვრებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" 23 წლის გულშემატკივარმა ჯონ ჯიმი მაჩარიამ ინგლისის პრემიერლიგის XV ტურში, "ნიუკასლთან" საშინაო მატჩში საყვარელი გუნდის დამარცხების გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოხტა, მანამდე კი მეგობრებს აცნობა, რომ თავისი საყვარელი გუნდის ზედიზედ მეორე წაგების ყურებას ვერ აიტანდა.

"ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ახალგაზრდები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ ფეხბურთის გამო.

უნდა გვესმოდეს, რომ ფეხბურთი - ეს მხოლოდ თამაშია",
- აქვეყნებს ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელის, ბენსონ კიბუს მოწოდებას თანამემამულეებისადმი საიტი 101greatgoals.com-ი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მანჩესტერი ყოველთვის იყო ტოტალიზატორების მონა და იმ ახალგაზრდის გარდა კიდევ მრავალი ადამიანის ცოდვა ადევს ამ ეშმაკების რჩეულ გუნდს. ერთხელ იწვნია თვითონაც სამართლის ხელი და არ ეგონოთ რომ ასეთი რამ კიდევ არ განმეორდება.
milani
17:48 09-12-2013
0
რა ფანატი, ტიპმა ეტყობა სახლი დადო ან ცხოვრება და ეგაა
daviti
19:20 09-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული