"მანჩესტერ იუნაიტედის" ფანატმა საყვარელი გუნდის წაგების გამო თავი მოიკლა

AutoSharing Option
კენიაში მცხოვრებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" 23 წლის გულშემატკივარმა ჯონ ჯიმი მაჩარიამ ინგლისის პრემიერლიგის XV ტურში, "ნიუკასლთან" საშინაო მატჩში საყვარელი გუნდის დამარცხების გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოხტა, მანამდე კი მეგობრებს აცნობა, რომ თავისი საყვარელი გუნდის ზედიზედ მეორე წაგების ყურებას ვერ აიტანდა.

"ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ახალგაზრდები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ ფეხბურთის გამო.

უნდა გვესმოდეს, რომ ფეხბურთი - ეს მხოლოდ თამაშია",
- აქვეყნებს ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელის, ბენსონ კიბუს მოწოდებას თანამემამულეებისადმი საიტი 101greatgoals.com-ი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ინგლისი საქართველოში არ გინახავთ და არ გაგიგიათ ეგეთი რამე? ფეხბურთი რა შუაშია, კაცმა სხვა გზა ვეღარ იპოვა და ეგრე მოიქცა... პ.ს. მამენტ შეიძლება მართლა ისეთი ფანატი იყო რომ ისკუპა მარა...

ტოტალიზატორის გუნდს რაც შეეხება ეგეთი რომელ გუნდს არ შეიძლება დააბრალო არ ვიცი... ყველა მანდაა და მანჩესტერი განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს.
PARFIUMER
10:08 10-12-2013
0
ნეტავ მაკარონნიკი ყომარბაზები რას იტყოდნენ თქვენს მოსაზრებაზე?.. ალბათ იმას, რომ მაკარონიაში ჩაწყობილ თამაშებზე არც კი სმენიათ!..
milani-s
00:10 10-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული