როი კინი: ლონდონის ”არსენალს” ვერ ვიტანდი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა ლონდონის "არსენალის" ყოფილ ფეხბურთელთან, პატრიკ ვიეირასთან ერთობლივი ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ლონდონელებთან მატჩზე ისე გადიოდა, თითქოს ეს ბოლო ბრძოლა ყოფილიყო.

"არსენალი" ჩვენი პრინციპული მტერი იყო, მათ ვერ ვიტანდი. აქ სხვა სიტყვებს, უბრალოდ, ვერ მოვძებნი, რომ ჩემი მდგომარეობა აღვწერო "არსენალთან" მატჩის წინ.

ვიცოდი, რომ შეხვედრის შემდეგ სხეულის სხვადასხვა ნაწილი მეტკინებოდა. ამიტომ მატჩისთვის ამ აზრით ვემზადებოდი: "დავიტანჯები".

ყველა გუნდშია ერთი-ორი ფეხბურთელი, ვისთანაც კარგი ურთიერთობა გაქვს. "არსენალში" ასეთები არ მახსოვს.

პატრიკ ვიეირა ძალიან ხისტი იყო, მაგრამ არ
მგონია, ჩემზე ხისტი ყოფილიყო",
- თქვა კინმა.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული