ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტურის წინ: "სიტი" VS "არსენალი"

AutoSharing Option
ნამდვილი გამოცდა
"მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" დაპირისპირებათა ისტორია 120 წელიწადს მოიცავს. ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 1893 წლის 11 ნოემბერს შეხვდნენ, თუმცა იშვიათი გამონაკლისების გარდა, ერთდროულად არასოდეს სახელდებოდნენ ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტებს შორის.

ბოლო წლებში "სიტიში" დაბანდებულმა არნახულმა ინვესტიციამ ვითარება შეცვალა. მიმდინარე სეზონში კი ყველაზე ხშირად სწორედ ამ ორ გუნდს, "ჩელსისთან" ერთად, უწინასწარმეტყველებენ ტრიუმფს.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში "ქალაქელებიც" გავიდნენ და "მეთოფეებიც", ოღონდ განსხვავებული სცენარით. "სიტიმ" მიუნხენში მოგების შემდეგ კიდევ ერთხელ ირწმუნა საკუთარი ძალების, "არსენალი" კი ძლივს გადარჩა მესამე ადგილს.

მასპინძელს ორი
მიზეზი აქვს, რომ თავი ფავორიტად იგრძნოს. "ეტიჰადზე" გამართულ 7 შეხვედრაში მას მაქსიმალური 21 ქულა აქვს, ბურთების სხვაობა კი, უბრალოდ, გამაოგნებელია - 29:2. მეტოქეებს განსაკუთრებული საკადრო პრობლემები არ აწუხებთ.

გირჩევთ, აუცილებლად უყუროთ ამ თამაშს.

კაპიტნის გარეშე
არანაკლები რამ აქვთ გასახსენებელი ისტორიიდან "ტოტენჰემსა" და "ლივერპულს". პირველად ისინი 1894 წლის 26 დეკემბერს შეხვდნენ. მათი დაპირისპირებები უნიკალურია თუნდაც იმიტომ, რომ ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული თამაშები მხოლოდ უმაღლეს ლიგაში იმართებოდა.

რაც შეეხება გუნდების დღევანდელ მდგომარეობას: მასპინძელი "ეტიჰადზე" 0:6-ის მერე გონს მალევე მოეგო და ბოლო 3 შეხვედრაში გოლებიც გააქვს და ქულებსაც აგროვებს. "დეზების" პრობლემა სათამაშო გრაფიკია, თუმცა რაკი ვილაშ ბოაშის გუნდს ევროპალიგაზე ყველაფერი წესრიგში აქვს, მას შეუძლია აქცენტის შიდა ასპარეზზე გადატანა.

აი, "წითლებს" კი ჩემპიონატზე მეტი სადარდებელი არც არაფერი აქვთ. თუნდაც ჯერარდის გარეშე, მაგრამ მათ შეუძლიათ "უაით ჰართ ლეინზე" გამარჯვებისთვის ბრძოლა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტური
14 დეკემბერი.
ლონდონი. ეტიჰადი. 16:45
სიტი-არსენალი
სიტი (4-4-2): პანტილიმონი - საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კოლაროვი - ი. ტურე, ფერნანდინიო, ნასრი, დ. სილვა - აგუერო, ნეგრედო
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - ჯენკინსონი, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - არტეტა, რემსი - უილშირი, იოზილი, კასორლა - ჟირუ
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რიჩარდსი, ნასტასიჩი - მიაიჩი, დიაბი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სანოგო
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 161 თამაში: +40=38-83 (176-268)

კარდიფი-ვესტ ბრომ. 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბელამი, ტეილორი - რიდი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +12=10-14 (53-58)

ჩელსი-პალასი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვან გინკელი - ტომასი, მაკარტი, მარი, გედიურა
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +12=9-2 (42-19)

ევერტონი-ფულჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: ჯეიმს მაკარტი -
ტრავმა: კონე, გიბსონი, ბეინსი - ბენტი, ამორებიეტა, როდალიეგა, ჰანგელანდი
ბოლო 6 მატჩი
+2=4-0 +1=0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +27=7-14 (81-46)

ნიუკასლი-საუთჰემპ. 19:00
დისკვალიფიკაცია: იოან კაბაი -
ტრავმა: რ. ტეილორი - კლაინი, ფოქსი, შნაიდერლინი, დევისი, ვანიამა, დო პრადო, ბორუცი
ბოლო 6 მატჩი
+5=0-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 53 თამაში: +22=13-18 (83-70)

ვესტ ჰემი-სანდერლ. 19:00
დისკვალიფიკაცია: კევინ ნოლანი -
ტრავმა: რიდი, პეტრიჩი, ვას ტე, კეროლი - ვესტვუდი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 67 თამაში: +24=17-26 (97-101)

ჰალ სიტი-სტოკი 21:30
დისკვალიფიკაცია: - ჯონათან უოლტერსი
ტრავმა: ქუინი, ალუკო - პიტერსი, ჰუთი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +2=4-4 (10-12)

15 დეკემბერი
ასტონ ვილა-იუნაიტედი 17:30
დისკვალიფიკაცია: ფაბიან დელფი -
ტრავმა: კოზაკი, ლუნა, ვლაარი, ბენეტი, ნზოგბია, ოკორე - ევრა, ვიდიჩი, ფელაინი, სმოლინგი, კერიკი, ფლეტჩერი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 155 თამაში: +38=37-80 (196-286)

ნორვიჩი-სუონსი 17:30
დისკვალიფიკაცია: - ჩიკო ფლორესი
ტრავმა: ბენი, ბენეტი, სნოდგრასი, პილკინგტონი, ტეტი - ბრიტონი, ვასკესი, რანხელი, მონკი, ვორმი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +5=1-4 (18-20)

ტოტენჰემი-ლივერპული 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კირიკეში, ვერტონგენი, ადებაიორი, კეინი, ერიქსენი - ჯერარდი, სტარიჯი, ხ. ენრიკე, კოატესი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 143 თამაში: +42=36-65 (167-222)

ბომბარდირები:
15 - ლუის სუარესი (ლივერპული), 12 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 9 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული), 8 - ლოიკ რემი (ნიუკასლი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი), აარონ რემსი (არსენალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული