15 დეკემბერს გამართულ პრემიერლიგის XVI ტურის შეხვედრაში "დეზები" სტუმრად გაანადგურეს - მეტოქეს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი სუარესმაც დაიდო, რომელმაც დუბლი მიითვალა.
"სტივენ ჯერარდს "ლივერპულის" ერთადერთ და შეუცვლელ კაპიტნად მივიჩნევ. მართალია, დღეს გუნდის მოედანზე გაყვანის პატივი წილად მე მხვდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბრწყინვალედ ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ.
ჩემთვის ეს ფაქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კაპიტნის სამკლავურის მორგება.
ვიცოდით, რომ თუკი "ტოტენჰემს" ვაჯობებდით, ამ გუნდს 6 ქულით ჩამოვიტოვებდით უკან და მეორე ადგილს დავუბრუნდებოდით.
ეს გამარჯვება ჩვენ დავდაჯერებულობას შეგვმატებს უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ, რომლებიც დეკემბრის ბოლომდე მოგვიწევს", - თქვა სუარესმა, რომელიც 11 მატჩში გატანილი 17 გოლით პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XVI ტური: გოლების წვიმა, ზეიმი და ტრაგედია [VIDEO]