"ბრიტანიაზე" მატჩის დღეს ვარჯიშზე საზარდულის ტრავმა მიიღო "იუნაიტედის" 28 წლის თავდამსხმელმა უეინ რუნიმ და განაცხადს მიღმა დარჩა. შეგახსენებთ, რომ ბარძაყის ტრავმის გამო ვერ თამაშობს რობინ ვან პერსიც.
ვითარება გაართულა 29-ე წუთზე დაწყებულმა კოკისპირულმა წვიმამ, რის გამოც მარკ კლატენბურგმა მატჩი რამდენიმე წუთით შეწყვიტა. განახლებიდან ტაიმის ბოლომდე საინტერესო არაფერი მომხდარა. მეორე ნახევარში ჯერ ეშლი იანგმა გაიტანა არანორმალურად ძლიერი დარტყმით, მერე პატრის ევრამ ჩასვა ბურთი შორეულ "ცხრიანში".
"იუნაიტედის" კლასის გათვალისწინებით, პირველ ტაიმში ჩემი ფეხბურთელები ნამდვილად კარგად თამაშობდნენ და მეტოქისთვის
"სტოკთან” თამაში, განსაკუთრებით სტუმრად, ყოველთვის რთულია. ფლანგურ ჩაწოდებებთან ბრძოლა მოგვიხდა, თუმცა ერთი წამით არ მოვდუნებულვართ. დაცვაში ყველამ კარგად ვითამაშეთ და ზედიზედ მესამე შეხვედრაში მოვახერხეთ კარის მშრალად შენახვა,” - დასძინა დევიდ მოიესმა.
"ტოტენჰემმა" ტაუნსენდი დაკარგა
"ტოტენჰემს” "ვესტ ჰემთან” "უაით ჰართ ლეინზე” 1999 წლის 24 აპრილის შემდეგ არ ჰქონდა წაგებული და უკანასკნელ 83 დღეში ეს ორჯერ "მოახერხა”. ჯერ იყო და, ჩემპიონატში განადგურდა 0:3, ახლა კი ლიგის თასის 1/2-ფინალშიც დაუთმო გზა თანაქალაქელს. ტიმ შერვუდის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. წვიმისგან დატბორილ მოედანზე "ჩაქუჩებმა” მატჩის მიწურულს 2 გოლი გაიტანეს.
გადამწყვეტი ბურთი მოდიბო მაიგამ შეაგდო, ვისთვისაც ეს პირველი აღმოჩნდა 12 თვის განმავლობაში. "ტოტენჰემს”, მორიგი წაგების გარდა, ერთი უბედურებაც ეწვია: მუხლის მყესების დაზიანების გამო რამდენიმეთვიანი დასვენება მოუწევს ანდროს ტაუნსენდს.
სტოკი-იუნაიტედი 0:2
გოლები: 0:1 იანგი (62), 0:2 ევრა (78)
სტოკი: სორენსენი, კემერონი, შოუკროსი (76. ადამი), უილსონი, პიტერსი, აირლანდი, უელანი, პალასიოსი, უოლტერსი, ასაიდი (62. არნაუტოვიჩი), კრაუჩი
იუნაიტედი: დე ხეა, რაფაელი, სმოლინგი, ევანსი, ევრა, ჯონსი, კლევერლი, ანდერსონი (58. ერნანდესი), ვალენსია, იანგი, უელბეკი (82. ფლეტჩერი)
ტოტენჰემი-ვესტ ჰემი 1:2
გოლები: 1:0 ადებაიორი (67), 1:1 ჯარვისი (80), 1:2 მაიგა (85)
ტოტენჰემი: ლორისი, უოლკერი, კაპუ, კირიკეში, როუზი (62. ფრაიერსი), დემბელე, სიგურდსონი, ტაუნსენდი (73. შადლი), ლენონი, დეფო, ადებაიორი (78. ჰოლტბი)
ვესტ ჰემი: კასტილიო, ობრაიენი, კოლინსი, მაკარტნი, რაცი, დიარა (79. მორისონი), ტეილორი, კოლისონი, ჯ. კოული (70. დიამე), ჯარვისი, კ. კოული (65. მაიგა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"