კლუბის მიერ ორგანიზებულ საღამოზე ფეხბურთელები მულტფილმებისა და კომიქსების პერსონაჟების კოსტიუმებით გამოცხადდნენ.
"მეთოფეებს" გართობაში ხელი "მანჩესტერ სიტისთან" (3:6) წაგებულმა მატჩმაც ვერ შეუშალა.
სანტი კასორლა მარიო გახდა, რიო მიაიჩი - ფრედ ფლინტსტონი, მესუთ იოზილი კი - სუპერმენი. ბაკარი სანიამ რემბოს იმიჯი მოიხდინა, ვოიცეხ შჩესნიმ და ლუკაშ პოდოლსკიმ კი ჯერ ელფობა მოისურვეს, შემდეგ კი რობოკოპისა და ჰალკის კოსტიუმები მოირგეს.