23-ე წუთზე ანგარიში იაია ტურემ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გახსნა.
43-ე წუთზე "სიტის" მეორე გოლიც საჯარიმო დარტყმას მოყვა, მარტინ დე მიკელისის თავური მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ ვენსან კომპანიმ დაამატა.
50-ე წუთზე კირან რიჩარდსონმა კონტრშეტევაზე იხეირა, მალე კი ანგარიში სულაც გათანაბრდა და ეს კურიოზული გოლით მოხდა - 69-ე წუთზე ვენსან კომპანის ათასი გზა ჰქონდა ბურთის
"სიტის" გამარჯვების გოლი სუფთა ესპანური გამოდგა - ნეგრედო-სილვა-ნავასის კომბინაცია 78-ე წუთზე ამ უკანასკნელმა მახვილი კუთხიდან გოლით დაასრულა.
83-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ჯეიმს მილნერმა ალვარო ნეგრედოს პასით გაიტანა ახლო მანძილიდან - 2:4.
მანუელ პელეგრინი (სიტი): "ჩემი აზრით, ჯო ჰარტმა კარში ძალიან კარგად ითამაშა. ჯო იოლად გაუმკლავდა სწრაფ საფარს, ქარს და მეტოქე ფორვარდებს. მას აშკარად კარგი მატჩი გამოუვიდა.
პრემიერლიგაში იოლი მატჩები არ არსებობს, ამიტომ არ გამკვირვებია, როცა მეტოქემ 0:2-ის ამოქაჩვა შეძლო. მეორე გოლზე საშინლად არ გაგვიმართლა. 2:2-ზე მეტოქე უკეთ ათამაშა, მოკლედ ნავასის გოლი ძალზე დროული გამოდგა".