ტიმ შერვუდი: მეტი მინდა!

AutoSharing Option
"ტოტენჰემმა" კვირას საკმაოდ რთული გასვლითი შეხვედრა მოიგო "საუთჰემპტონთან". "დეზების" 44 წლის დროებითმა დამრიგებელმა ტიმ შერვუდმა მატჩის დასრულების შემდეგ ხელმძღვანელობას მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვიტოს ანდრე ვილაშ ბოაშის მემკვიდრის ვინაობა.

ამასთან, მან არაორაზროვნად განაცხადა, რომ დაინტერესებულია ამ პოსტზე მუშაობით.

- არასოდეს მითქვამს, რომ "ტოტენჰემის" მწვრთნელობა მინდა, თუმცა არც ის მითქვამს, რომ ამაზე არ ვფიქრობ. იქამდე, ვიდრე საბოლოო პასუხს ვიტყვი, კლუბის მმართველებთან შეხვედრას ვაპირებ. მაინტერესებს კონკრეტული გეგმები, თუ როგორ წარმოუდგენიათ "ტოტენჰემი" სამომავლოდ. ადრე თუ გვიან ფეხბურთელებს დასჭირდებათ ხელმძღვანელი, რომელსაც მოვალეობის შემსრულებელი არ
ერქმევა. ამ სტატუსით მუშაობის გაგრძელება ნამდვილად არ მხიბლავს. პირადად ხანგრძლივი თანამშრომლობის იმედი მაქვს.

საბოლოო ჯამში, მოგება ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა დღევანდელი პირველი ტაიმით ნამდვილად უკმაყოფილო დავრჩი. ვფიქრობ, რომ აშკარად სუსტად გამოვიყურებოდით. ბურთს მოსალოდნელზე სუსტად ვაკონტროლებდით. მეორე ნახევარში ბიჭებს გარკვეული მითითებები მივეცი. მათ მოახერხეს თამაშზე კონტროლის დაწესება და იმის დამტკიცება, რომ მაღალი დონის ფეხბურთელები არიან. განსაკუთრებით მოტივირებული იყო ადებაიორი.

ეს ბუნებრივიც არის, რადგან დიდი ხნის განმავლობაში არ ეძლეოდა თამაშის საშუალება. ემანუელი და რობერტო (სოლდადო) მეტოქეს ხშირად აგდებდნენ გამოუვალ მდგომარეობაში. ის მანერა, რომლითაც შეტევაში ვითამაშეთ, ძალიან მომეწონა. ფეხბურთში არ არსებობს დოგმები, რადგან თამაშის მოგების უთვალავი ხერხია ცნობილი. შენ უნდა აკეთო ის, რისიც გჯერა და გეხერხება. ჩვენი გეგმა ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია გამარჯვებისთვის
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტიმ შერვუდი დროებით "ტოტენჰემს" გაწვრთნის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული