მე-60 წუთზე ფერნანდო ტორესმა თავით გაიტანა, მას მერე, რაც ოსკარის დარტყმული ძელმა უკუაგდო.
71-ე წუთზე ოსკარმა თავბრუ დაახვია მცველებს და ცენტრში ბურთი თანამემამულე ვილიანს გადააწოდა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა გაზარდა.
82-ე წუთზე ედენ აზარის პასით მეკარესთან პირისპირ გავიდა მატჩის გმირი ოსკარი და ბრაზილიელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. არადა, ოსკარი მოედანზე მხოლოდ 53-ე წუთზე გამოჩნდა.
ჟოზე მოურინიო
ვილიანმა და ოსკარმა თამაში შეცვალეს მეორე ტაიმში, მათმა ტალანტმა თავისი ქნა".