დევიდ მოიესი: იმედია, მსაჯს სათანადოდ დასჯიან [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-20 ტურის ცენტრალური თამაში "ოლდ ტრეფორდზე" გაიმართა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" 1:2 დამარცხდა "ტოტენჰემთან".

ამ მოგების შემდეგ ტიმ შერვუდის "ტოტენჰემი" 37 ქულით მეექვსეა, ხოლო დევიდ მოიესის "იუნაიტედი" 34 ქულით - მეშვიდე.

34-ე წუთზე კრისტიან ერიქსენმა მარჯვნიდან ჩააწოდა და ტოგოელმა ემანუელ ადებაიორმა თავურით გაიტანა.

66-ე წუთზე ერიქსენმა თავით სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა დააგვირგვინა. ერთ წუთში "იუნაიტედმა" ერთი გოლი გაქვითა - ადნან იანუზაის პასით დენი უელბეკმა გამოიჩინა თავი, თუმცა მეტი მასპინძლებმა ვეღარ შეძლეს - 1:2.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

დევიდ მოიესი (მანჩესტერ იუნაიტედი):
"უბრალოდ, ვერ
წარმომიდგენია, ბოლო წუთზე უგო ლორისმა იანუზაი რომ წააქცია, მსაჯმა პენალტი რატომ არ დანიშნა?

არადა, ჩვენ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მსაჯის გადაწყვეტილებამ ყველაფერი წყალში ჩაყარა. იმედია, ამ ეპიზოდს შეისწავლიან და რეფერის სათანადოდ დასჯიან".


ტიმ შერვუდი (ტოტენჰემი):
"ჩემთვის დიდი პატივია, ასეთი გუნდის სათავეში ჩადგომა.

მე ნამდვილი ტოტენჰემელი ვარ, ვითამაშე ფეხბურთელად, ვიყავი ყველა თანამდებობაზე, ვიცი ყველაფერი ამ კლუბზე; ალბათ, სისხლიც ამ კლუბის ფერისა მაქვს, ამიტომაც ასეთ მომენტში განსაკუთრებით ამაყი ვარ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული