ლონდონის "ჩელსიმ" 18 წლის ბურკინაფასოელი ტალანტი აიყვანა

AutoSharing Option
2014 წლის პირველი სერიოზული ტრანსფერი ლონდონის "ჩელსიმ" განახორციელა - ჟოზე მოურინიოს გუნდმა 18 წლის ბურკინაფასოელი ბერტრან ტრაორე დაიბევა.

ტრაორე შემტევი ნახევარმცველია. ის "ჩელსის" აზიურ ტურნეზე ახლდა (ისინჯებოდა) და თავი გოლებითაც გამოიჩინა. 1-ელ იანვარს ტრაორემ ოფიციალურად, 4,5 წლით დაუკავშირა ბედი ლონდონურ კლუბს.

ყველაფერი კი ჯერ კიდევ ოქტომბერში იყო გადაწყვეტილი, თუმცა ფეხბურთელის სრულწლოვანებამდე ტრანსფერი ვერ განხორციელდა. ტრაორეს დებიუტი ბურკინა ფასოს ნაკრებში 15 წლის ასაკში ჰქონდა! დღეისათვის კი მის ანგარიშზე ნაკრებში უკვე 11 თამაშია (1 გოლი).

ბერტრანის უფროსი ძმა, ალენ ტრაორე "ლორიანში" თამაშობს
და ის ბურკინა ფასოს ნაკრების ლიდერია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული