ტიმ შერვუდი: რაც უნდა ნიჭიერი იყო, თუ არ მოინდომე, არაფერი გამოვა [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში ლონდონის "ტოტენჰემმა" თანაქალაქელ "კრისტალ პალასს" დერბი 2:0 მოუგო.

პირველ ტაიმში სტუმრებს შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ მე-8 წუთზე ჯეისონ პანჩეონმა უხეიროდ შეასრულა პენალტი - ბურთი კარს გადააცილა.

50-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა - ემანუელ ადებაიორმა თავით დაუგდო კრისტიან ერიქსენს და დანიელმაც აუღებლად დაარტყა "პალასის" კარში.

72-ე წუთზე აარონ ლენონის პასის მეტე ჯერმეინ დეფომ მცველი ჩამოიშორა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

"ტოტენჰემი" 40 ქულით პრემიერლიგაში მე-5 ადგილზეა, თუმცა "ლივერპულს" (39 ქულა) თამაშით ნაკლები აქვს გამართული.

ტიმ შერვუდი (ტოტენჰემი): "კრისტალ
პალასი" სულაც არ ჰგავდა ისეთ გუნდს, რომელიც ბოლო ადგილზეა. მეგონა, მეტოქე დაცვაში ჩაჯდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა - შესვენებამდე "პალასს" შეეძლო წინ გასულიყო. პირველ ტაიმში ამის შესახებ ვუთხარი, ჩვენ ნიჭიერი ბიჭები გვყავს, მაგრამ თუ არ მოინდომეს, შესაბამისი შედეგი არ იქნება. სწორედ ეს კომპონენტი დავამატეთ მეორე ტაიმში ჩვენს თამაშს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული