პირველ ტაიმში სტუმრებს შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ მე-8 წუთზე ჯეისონ პანჩეონმა უხეიროდ შეასრულა პენალტი - ბურთი კარს გადააცილა.
50-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა - ემანუელ ადებაიორმა თავით დაუგდო კრისტიან ერიქსენს და დანიელმაც აუღებლად დაარტყა "პალასის" კარში.
72-ე წუთზე აარონ ლენონის პასის მეტე ჯერმეინ დეფომ მცველი ჩამოიშორა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
"ტოტენჰემი" 40 ქულით პრემიერლიგაში მე-5 ადგილზეა, თუმცა "ლივერპულს" (39 ქულა) თამაშით ნაკლები აქვს გამართული.
ტიმ შერვუდი (ტოტენჰემი): "კრისტალ