მანუელ პელეგრინი: "მანჩესტერ სიტი" ახლა ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონატის 22-ე "მანჩესტერ სიტიმ" 4:2 დაამარცხა აუტსაიდერი "კარდიფი".

მე-14 წუთზე ანგარიში დავიდ სილვას პასით ედინ ჯეკომ გახსნა ეს "მანჩესტერ სიტის" მე-100 გოლი იყო ყველა ტურნირში.

შემდეგ კრეიგ ნუნმა შესანიშვანი გოლით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ხესუს ნავასის გოლით ტაიმი მაინც "სიტიმ" მოიგო.

76-ე წუთზე სერხიო აგუეროს პასით გოლი აფრიკის 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა იაია ტურემ გაიტანა. სამ წუთში მათ როლები გაცვალეს - ივუარელის პასით არგენტინელმა გაიტანა. 93-ე წუთზე ფრეიზერ კემპბელმა ერთი გოლი გაქვითა - 4:2.

"მანჩესტერ სიტი" 50 ქულით მეორე ადგილზეა.

მანუელ პელეგრინი
(მანჩესტერ სიტი): "შეიძლება 100%-ით არ ვარ კმაყოფილი, რადგან ბოლო წუთებზე მეორე გოლი გავუშვით, მაგრამ ჩვენ ხომ 4 გოლი გავიტანეთ და ერთი 5-6 საგოლე მომენტიც გვქონდა. თუ ასე გავაგრძელეთ თამაში, ყოველ მატჩში იმაზე მეტ გოლს გავიტანთ, ვიდრე გავუშვებთ. ეს კი მთავარია. დღეისთავის, ჩვენ ფანტასტიკურ ფეხბურთს ვთამაშობთ. "სიტის" თამაშის ტემპი ფანტასტიკურია, ასევე უნდა გავაგრძელოთ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული