მანჩესტერ იუნაიტედი-სანდერლენდი 2:1. დევიდ მოიესი: ეს ფეხბურთია [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა ინგლისის ლიგის თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

22 იანვარს გამართულ შეხვედრაში "წითელი ეშმაკები" შინ "სანდერლენდს" დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. პირველი შეხვედრა მოიესის შეგირდებმა ამავე ანგარიშით წააგეს და წყვილში გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო.

პენალტები უკეთესად სტუმრებმა შეასრულეს (1:2) და შედეგად მანკუნიანელები ტურნირს გამოეთიშნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ჩვენს თამაშზე კარგი არ ითქმის, ვერც მომენტები გამოვიყენეთ. საკადრისი "სანდერლენდსაც" უნდა მივაგოთ, რომელიც კარგად გაისარჯა.

მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო წუთამდე ვცდილობდით კიდევ ერთი გოლის გატანას.

იმედგაცრუებული
ვარ მატჩის ბოლო წუთებით. მეტოქემ განსაკუთრებული პრობლემები ვერ შეგვიქმნა, შეგვეძლო კონტრშეტევებზე გატანა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ.

რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია. წარუმატებლობას დავივიწყებთ და გავაგრძელებთ წინ სვლას",
- თქვა მოიესმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული