და აი, "ეშმაკებს" ლიგის თასზე უკანასკნელი შანსი ჰქონდათ, შიდა ასპარეზზე რამე მოეგოთ, მაგრამ... "იუნაიტედის" ფეხბურთელებს ამ შემთხვევაშიც აუკანკალდათ ფეხები და პენალტების სერიაში 5-დან 4 დარტყმა გააფუჭეს.
საინტერესოა, რა მოხდა პენალტების სერიამდე. მასპინძელმა პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ერთბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა დებიუტშივე სცადა. ვიტო მანონემ ერნანდესს მე-6 წუთზე ახლო მანძილიდან თავური აუღო. ანგარიშის გახსნა შეეძლო ბორინისაც, მაგრამ
მეორე ნახევარში მასპინძელი შორეული დარტყმებით ცდილობდა კიდევ უფრო დაწინაურებას. ადნან იანუზაის 3-4 მომენტი ჰქონდა, რაფაელს - ერთი. ძირითადი დრო ასევე დასრულდა. რაკი ლიგის თასის რეგლამენტი სტუმრად გატანილ გოლს არ მიიჩნევს უპირატესობად, თამაში დამატებით დროში გაგრძელდა.
119-ე წუთზე "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ფილ ბერდსლიმ დავიდ დე ხეას საჯარიმოს გარედან, "ცისფერი მთებისა" არ იყოს, ისე დაურტყა, "ყოველი შემთხვევისთვის" და გაიტანა. ესპანელმა გოლკიპერმა კოშმარული შეცდომა დაუშვა. ჩემპიონმა გაიბრძოლა. ისევ და ისევ იანუზაის გადაცემით ერნანდესმა დაუცველი კარი დალაშქრა. სულ ეს იყო. პენალტების სერიაში რაც იყო, ამაზე ზემოთაც მოგახსენეთ.
დევიდ მოიესი (მანჩესტერ იუნაიტედი): "შეიძლება, დღეს ვერ ვითამაშეთ სათანადოდ კარგად და ფინალში ამიტომაც ვერ გავედით, მაგრამ ცდა ნამდვილად არ დაგვიკლია. თავს ორგანიზებულად ვიცავდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ გოლს არ გავუშვებდით. ქებას იმსახურებს მთელი გუნდი, რადგან ანგარიშის გათანაბრების შემდეგ რეაქცია მყისიერი გვქონდა. თამაშის იმ ხარისხით, რომელიც დღეს ვაჩვენეთ, "უემბლიზე" თამაშის უფლება რომც მოგვეპოვებინა, მაინც უკმაყოფილო დავრჩებოდი, ახლა კი იმედგაცრუება კიდევ უფრო გამიმძაფრდა, რადგან ფინალს სულ რაღაც ერთი წუთი გვაშორებდა. მეტოქემ ყველაფერი გაიღო შედეგის მისაღებად და დაიმსახურა კიდეც ეს პატივი".
გუსტავო პოიეტი (სანდერლენდი): "გამარჯვებას ჩვენს გულშემატკივარს ვუძღვნით. მძიმე დღეში ვართ და მათ სიხარულის განსაკუთრებულ საფუძველს ვერ ვაძლევთ, მაგრამ მათგან მხარდაჭერა წამითაც არ მოგვკლებია. ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს და ფინალში გასვლა დაიმსახურეს. ცხადია, გადამწყვეტ შეხვედრაში ფავორიტად არავინ მიგვიჩნევს, რაც ჩემი აზრით, ჩვენთვის უკეთესიც კია".
იუნაიტედი-სანდერლენდი 2:1 (1:2) დ.დ, პენ: 1:2
გოლები: 1:0 ევანსი (37), 1:1 ბერდსლი (119), 2:1 ერნანდესი (120+1)
პენ: 0:0 გარდნერი (ააცილა), 0:0 უელბეკი (ააცილა); 0:0 ს. ფლეტჩერი (მეკარე), 1:0 დ. ფლეტჩერი; 1:1 ალონსო, 1:1 იანუზაი (მეკარე), 1:2 კი სუნ იონი, 1:2 ფ. ჯონსი (ააცილა), 1:2 ა. ჯონსონი (მეკარე), 1:2 რაფაელი (მეკარე)
იუნაიტედი: დე ხეა, რაფაელი, სმოლინგი, ევანსი, ბიუტნერი (85. ევრა), კერიკი (95. ჯონსი), დ. ფლეტჩერი, კაგავა (61. ვალენსია), იანუზაი, უელბეკი, ერნანდესი
სანდერლენდი: მანონე, ბერდსლი, ბრაუნი, ოში, ალონსო, კატერმოული (81. გარდნერი), კოლბეკი, კი, ჯონსონი, ბორინი (87. ალტიდორი), ს. ფლეტჩერი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"