დევიდ მოიესი: ასეთ მომენტში ხვდები, რომ ფორტუნამ ზურგი გაქცია [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურში "სტოკ სიტიმ" სენსაცია მოახდინა - ექსლივერპულელი ჩარლი ადამის დუბლის წყალობით "მანჩესტერ იუნაიტედი" 2:1 დაამარცხა.

ჩარლი ადამმაა 38-ე წუთზე გახსნა ანგარიში, თუმცა მას მაიკლ კერიკის რიკოშეტიც დაეხმარა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა გაათანაბრეს, რობინ ვან პერსიმ 47-ე წუთზე ხუან მატასგან პასი მიიღო და ერთი შეხებით გადაგზავნა კარში.

მარკო არნაუტოვიჩის პასით 52-ე წუთზე ადამმა ისევ დააწინაურა "სტოკი" და თამაშის ბოლომდე მასპინძელთა გუნდს დიდი უპირატესობა ჰქონდა.

ბოლო წუთზე უეინ რუნის საჯარიმო მეკარისGგან ძელს მოხვდა და "სტოკი" გადარჩა - 2:1.

დევიდ
მოიესი
(მანჩესტერ იუნაიტედი): "გუნდს ცუდად არ უთამაშია. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ ფორტუნა ჩვენ მხარეს იყო, მაგრამ განიავებულ მომენტებში მაინც თავად ვართ დამნაშავეები. საჯარიმომდე, ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით, მერე კი... თითქოს, ბურთი ცდებოდა, ოდნავ შეიცვალა მიმართულება და... ასეთ მომენტებში ხვდები, რომ დღეს ფორტუნამ ზურგი გაქცია. მეტოქის მეორე გოლი იყო მსოფლიო კლასის".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული