უილფრიდ ზაჰას გაკვეთილები საუკეთესოსგან

AutoSharing Option
იმისთვის, რომ ვილფრიდ ზაჰას "კარდიფისთვის" თავისი ნიჭი დაემტკიცებინა, 21 წლის თავდამსხმელს მხოლოდ 10 წუთი დასჭირდა.

ტრავმირებული პიტერ უიტინგემის ნაცვლად მოედანზე შესულმა კრეიგ ბელამის საგოლე პასი გაუკეთა და ანგარიშის გათანაბრებაში დაეხმარა. უელსელთა თავკაცი ოლე გუნარ სულშერი შეგირდით აღფრთოვანებული დარჩა, უდიდესი მომავალი უწინასწარმეტყველა და მასა და კრიშტიანო რონალდოს შორის პარალელები გაავლო. ამასთან, ფეხბურთელს მოუწოდა, რომ პორტუგალიელს საქმისადმი პროფესიულ დამოკიდებულებაში მიბაძოს. აი, რა თქვა ნორვეგიელმა:

"უილფრიდი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა მათ შორის, ვინც ოდესმე შემხვედრია. ზაჰა ძალიან სწრაფია და თავდადებული თამაშით არაფრით ჩამოუვარდება
რონალდოს. თუმცა იქამდე მან უნდა გადაწყვიტოს, თუ რამდენად უყვარს ის საქმე, რომელსაც აკეთებს და რამდენად მაღალ დონეზე სურს ფეხბურთის თამაში. თუკი მთელი გულით მოინდომებს, მას შეუძლია, ოდესმე კრიშტიანოს დონეზე აკეთოს ეს საქმე.

არასოდეს შემხვედრია ფეხბურთელი, რომელსაც, რონალდოს დარად, ჯიუტად, თავაუღებლად შეეძლოს შრომა. ის სულ მუშაობდა, ვარჯიშებამდე, ვარჯიშების დროს და მერეც, როცა სხვები ისვენებდნენ. საქმისადმი დამოკიდებულებით ის მისაბაძი მაგალითია სხვებისთვის, ისევე, როგორც თავის დროზე მაგალითს იძლეოდა სერ ალექს ფერგიუსონი. თუკი მართლა გსურთ, გახდეთ საუკეთესო, საუკეთესოებს უნდა მიბაძოთ.

ხომ ნახეთ, ზაჰა გავიდა თუ არა მინდორზე, თამაშს თავისი კვალი უმალვე დაატყო. მან მთელ გუნდს მისცა განსაკუთრებული იმპულსი. აშკარაა, რომ ამ ბიჭს ძალიან უნდა ფეხბურთის თამაში. პირობას ვაძლევ, რომ ჩემთან მას აუცილებლად მიეცემა შანსი თავის გამოსაჩენად"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული