"არსენალის" თავკაცის, არსენ ვენგერის განცხადებით, ისინი აღარ შეეცდებიან ურუგვაელი ფორვარდის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში.
აღსანიშნავია, რომ შარშან თავად სუარესიც ითხოვდა კლუბიდან გაშვებას.
თუმცა ის კლუბში დარჩა და მიმდინარე სეზონში მან 19 შეხვედრაში უკვე 23 გოლის გატანა მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, პრემიერლიგის მორიგ ტურში "ლივერპული" ვენგერის გუნდს უმასპინძლებს.
ლონდონელთა დამრიგებელი მიიჩნევს, რომ მერსისაიდელები გაცილებით კარგ ფორმაში არიან, ვიდრე პირველ წრეში, როცა "მეთოფეებმა" საკუთარ მოედანზე (2:0) დაამარცხეს ისინი.
"ჩვენ გვაქვს კარგი
არსენ ვენგერმა ასევე აღნიშნა, რომ ჯეკ უილშირი გამოჯანმრთელდა და შესაძლოა, "ლივერპულთან" რამდენიმე წუთი ითამაშოს.
ასევე მწყობრშია მიკელ არტეტაც. ეს უკანასკნელი კვირას, "კრისტალ პალასთან" მატჩის დროს დაშავდა, ხოლო უილშირი 24 იანვარს "ქოვენთრისთან" სათასო დაპირისპირების შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით