ინგლისი. პრემიერლიგა. XXVI ტურის წინ: უკანასკნელი შანსი ჩემპიონისთვის

AutoSharing Option
12 თებერვალს, საღამოს მთავარი ამბავი ინგლისურ ფეხბურთში "არსენალი"-"მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებაა. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ჩემპიონი საშინლად გამოიყურება, "არსენალი" კი უქმეებზე მერსისაიდში საშვილიშვილოდ შერცხვა, დაპირისპირების ცეცხლს ეს არ ანელებს.

პრინციპულ მეტოქესთან თამაშს ხომ თავისი ხიბლი აქვს და ნაკლებად ექცევა ყურადღება იმას, არის თუ არა მოწინააღმდეგე ამავე დროს ცხრილში შენი უშუალო კონკურენტი. ზოგიერთი ექსპერტის განცხადებით, "იუნაიტედს" შეურაცხყოფილი "არსენალისა" უფრო უნდა ეშინოდეს, რადგან თავიანთი მაყურებლის წინაშე შელახული სახელის აღდგენა ჩრდილოლონდონელებმა შესაძლოა განსაკუთრებულად მოინდომონ.

დევიდ მოიესის შეგირდებმა ჩემპიონატში ზედიზედ ორი თამაში წააგეს სტუმრად -
"ჩელსისთან" (1:3) და "სტოკთან" (1:2). ასე რომ, შოტლანდიელის გუნდმა "ემირეიტსზე" მესამეც რომ მიაყოლოს, გამორიცხული არ არის. ასე თუ მოხდა, ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ოთხეულთან ჩამორჩენა, ალბათ, 12 ქულამდე გაიზრდება, რაც პრაქტიკულად გარანტია იქნება, რომ "ეშმაკები" აღნიშნული ტურნირის მიღმა დარჩებიან, თანაც პირველად 1995/96 წლების სეზონის შემდეგ.

მათ სხვა შანსიც აქვთ, თუმცა ნაკლებად რეალური, რისთვისაც სასწაული დასჭირდებათ - ლიგის მიმდინარე გათამაშება უნდა მოიგონ. მოვლენათა ამგვარი განვითარება "იუნაიტედის" სტაბილურად ცუდი თამაშის ფონზე, თითქმის წარმოუდგენელია.

ვერ ვიტყვით, რომ "არსენალი" რადიკალურად განსხვავებულია შინ თუ გარეთ, მაგრამ მიმდინარე სეზონში ლონდონში უკეთ რომ გამოიყურება, ეს ნაღდია. ურთიერთშეხვედრებიდან კი იმის გახსენება შეიძლება, რომ "მეთოფეებს" "ეშმაკებთან" "ემირეიტსზე" ხუთი მატჩია, არ მოუგიათ.

ერთი სიტყვით, 12 თებერვალს, საღამოს ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბევრ შეკითხვას გაეცემა პასუხი.

რა ელის "სანდერლენდს"?
წინა ტურამდე "სანდერლენდი" შესანიშნავი სერიით იწონებდა თავს. არავინ იცის, რა მოხდებოდა, რომ არა ვეს ბრაუნის გაძევება მე-4 წუთზე, რამაც "შავ კატებს" "ჰალთან" სამატჩო გეგმები აურია. უქმეებზე ვერც "სიტიმ" მიიღო ის, რასაც ელოდა.

"ნორვიჩთან" ტრადიციული უხვგოლიანი თამაშები "მშრალმა" 90-მა წუთმა შეცვალა. შედეგად, მანუელ პელეგრინის გუნდი პირველის ნაცვლად მესამე ადგილზე აღმოჩნდა. კრიზისი გადაჭარბებული სიტყვაა.

ნება თქვენია, რაც გნებავთ, ის უწოდეთ "სიტის" პრობლემებს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მანჩესტერელები დღეს, ღამით ამ თემას წერტილს დაუსვამენ. გაბრაზებულ "სიტის" "სანდერლენდი" ძალიან ცუდ დროს ეთამაშება. სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში "სანდერლენდის" 6-მატჩიან წაუგებელ სერიასაც ალბათ წერტილი დაესმება.

მეორე გრანდი ოთხ დღეში
ქულა აღებული თუნდაც "ოლდ ტრეფორდზე" "ფულჰემის" გადარჩენას სულაც არ ხდის უფრო რეალურს. რენე მალენსტენის ფეხბურთელებს თეორიული შანსი, რასაკვირველია, აქვთ, თუმცა ბოლოდროინდელი თამაშის ხარისხის გათვალისწინებით, პერსპექტივა მეტად ბუნდოვანია.

შეკითხვაზე, რისი მაქნისები არიან ლონდონელები, პასუხი სწორედ 12 თებერვალს, საღამოს გახდება ცნობილი. 1-ლი იანვრიდან მოყოლებული, "ფულჰემმა" წააგო ყველაფერი, რისი წაგებაც შეიძლებოდა და ვარდნა მხოლოდ მანჩესტერში დაასრულა.

ბოლო წლებში "ფულჰემისთვის" "ლივერპულთან" მოგება უცხო ხილი არ არის, თუმცა ფავორიტებს ზედიზედ სამი მატჩი აქვთ მოგებული საერთო ანგარიშით 11:1, რაც დედაქალაქელებს ოპტიმისტურად არ უნდა განაწყობდეს.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXVI ტური
12 თებერვალი. "ემირეიტსი"
არსენალი-იუნაიტედი 23:45
არსენალი: შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - არტეტა, უილშირი - კასორლა, იოზილი, პოდოლსკი - ჟირუ
იუნაიტედი: დე ხეა - რაფაელი, სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა - დ. ფლეტჩერი, კერიკი - ვალენსია, მატა, რუნი - ვან პერსი
დისკვალიფიკაცია: ფლამინი -
ტრავმა: ვერმალენი, უოლკოტი, რემსი, დიაბი, კალსტრიომი - ჯონსი, ფერდინანდი, ევანსი, ნანი, ფელაინი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 176 თამაში: +60=40-76 (232-269)

ევერტონი-პალასი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გიბსონი, ოვიედო, კონე, ლუკაკუ, ტრაორე, ალკარასი - ჯერომი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +11=8-8 (42-26)

სიტი-სანდერლენდი 23:45
დისკვალიფიკაცია: - ბრაუნი
ტრავმა: ნასრი, ხ. გარსია, აგუერო, ფერნანდინიო - ს. ფლეტჩერი, ვესტვუდი, კუელიარი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 118 თამაში: +56=19-43 (207-171)

ნიუკასლი-ტოტენჰემი 23:45
დისკვალიფიკაცია: რემი -
ტრავმა: კოლოჩინი, სისე, გუფრანი, რ. ტეილორი, ტიოტე, ობერტანი, დებუში - კირიკეში, ლამელა, სანდრო
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 127 თამაში: +45=27-55 (188-215)

სტოკი-სუონსი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰუთი, არნაუტოვიჩი, უილსონი - შელვი, მიჩუ, ემნესი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +3=2-6 (16-19)

ფულჰემი-ლივერპული 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბრიგსი - ჯონსონი, ხ. ენრიკე, აგერი, კოატესი, სახო, ლეივა
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +9=11-23 (37-76)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაჩესტერი თუ მოიგებს ნეტა დღეს?
0

სიახლეები პოპულარული