დღის კარიკატურა: "ლივერპული" ჰოვარდ ვების მიერ გაბმულ ხლართებში გაება

AutoSharing Option
წარმოგიდგენთ Goal.com-ის ცნობილი კარიკატურისტის, ომარ მომანის სახალისო კარიკატურას, შესაბამისი ინტერპრეტაციით, აქტუალურ საფეხბურთო მოვლენებზე.

ამჯერად ინგლისის ასოციაციის თასის, "არსენალი"-"ლივერპულის" მატჩზე შექმნილ კარიკატურას და მასზე გაკეთებულ კომენტარს გთავაზობთ.

ლონდონის "არსენალმა" ინგლისის ასოციაციის თასის მატჩში შური იძია "ლივერპულთან" ცოტა ხნის წინ 5:1 წაგებისთვის.

ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენისა და ლუკაშ პოდოლსკის გოლებს სტივენ ჯერარდმა ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით უპასუხა და არსენ ვენგერის გუნდმა ანგარიშით 2:1 იმარჯვა.

თუმცა "ლივერპულს" არდანიშნული პენალტის გამო დაზარალებულის შეგრძნება დარჩა, მას შემდეგ, რაც ჩემბერლენმა ლონდონელთა საჯარიმოში ლუის სუარესი წააქცია.

"რაც შეეხება სუარესის
ფაქტს, პირველ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ პენალტი იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში ეს ნათელია.

დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ მეორე შემთხვევა იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს აშკარა პენალტი იყო. ლუისი შეეხო ბურთს და ჩემბერლენმა არბიტრის  (ჰოვარდ ვები) თვალწინ წააქცია იგი საჯარიმოში. ასე რომ, ეს იყო უცნაური გადაწყვეტილება,"
- განაცხადა "მერსისაიდელთა" თავკაცმა ბრენდან როჯერსმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული