საუთჰემპტონი-ლივერპული 0:3: "ლივერპულის" ჯადოსნური თამაში [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურში ბრენდან როჯერსის "ლივერპულმა" სტუმრად 3:0 დაამარცხა მაურისიო პოჩეტინიოს "საუთჰემპტონი". "ლივერპული" 59 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ "ჩელსის" 4 ქულით ჩამორჩება.

მე-16 წუთზე საჯარიმოს მისადგომებთან დანიელ სტარიჯმა რამდენიმე მცველის ალყაში გაიბრძოლა და ლუის სუარესმა ანგარიში გახსნა.

58-ე წუთზე ფორვარდებმა როლები გაცვალეს, ახლა სუარესის პასით სტერლინგმა გაიტანა. მატჩის ბოლოს სუარესი საჯარიმოში მოცელეს და პენალტი გუნდის კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა შეასრულა.

ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "ტაქტიკურად ჩვენ უბრალოდ ბრწყინვალედ ვითამაშეთ. სამი გოლი კი გავიტანეთ, მაგრამ კიდევ 2-3 გოლის გატანაც შეგვეძლო. თამაშის
ხარისხი ახლოს იყო იმასთან, რაც "არსენალის" განადგურების დროს ვაჩვენეთ. ყველა შემთხვევაში, ვითამაშეთ ჯადოსნურად. გული მიგრძნობდა, რომ რაჰიმ სტერლინგი შეძლებდა გუნდის დახმარებას და ამიტომაც გამოვიყვანე. ის ძალიან სწრაფია, სულ იმის ცდაში ვარ, მისი პროგრესი არ შეჩერდეს"
.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
"სუარესის პასით სტარიჯმა გაიტანა"? R. Sterling
კახა
15:07 02-03-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული