ვინ უმუხთლა ინგლისს?

AutoSharing Option

ფიფას ვიცე-პრეზიდენტმა ჯეკ უორნერმა თქვა, რომ მისი კოლეგები - აღმასკომის წევრები ხმას ინგლისის პროექტს არავითარ შემთხვევაში არ მისცემდნენ. მიზეზი: ინგლისურმა მასმედიამ მათ შეურაცხყოფა მიაყენა.

ფიფას დიდმოხელეებს ინგლისური პრესა-ტელევიზიისგან შეურაცხყოფა თუ მხილება ნამდვილად არ მოკლებია. ჯერ ის რად ღირდა, თავის დროზე ნიგერიელი ამოს ამადუ და ტაიტელი რეინალდ ტემარი „სანდი ტაიმსის“ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად ოთხ სხვა ჩინოვნიკთან ერთად სამსახურებიდან რომ დაითხოვეს და ახლა, წინა ხუთშაბათის კენჭისყრამდე სამი დღით ადრე BBჩ-ს გადაცემა „პანორამამ“ კიდევ სამ ბობოლას, მათ რიცხვში თავად უორნერს მექრთამეობაში დასდო

ბრალი.

ფიფამ ყოველგვარი ბრალდება, რასაკვირველია, უარყო. ამადუსა და ტემარის ამბავზე თავისი დასკვნა მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2008 წელს მიაწოდა შვეიცარიის კანტონ ცუგის კრიმინალურ საქმეთა სასამართლოს. იოზეფ ბლატერმა და მისმა რაზმმა, რასაკვირველია, შორს დაიჭირეს ახლანდელი ამბებიც. უორნერმა კი თქვა:
„ვფიქრობ, ყველასთვის ნათელი იქნება თუ ვიტყვით, რომ ფიფას აღმასკომი ინგლისს ვერაფრით გამოაცხადებდა 2018 წლის მუნდიალის მასპინძლად. ეს იმიტომ მოხდა, რომ ინგლისელებს მათმა საკუთარმა მედიამ უმუხთლა, თან ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. ჩვენი მხრიდან ინგლისელთა პროექტის მხარდაჭერა ფიფას ღალატი და შეურაცხყოფა იქნებოდა“



მკითხველის კომენტარები / 1 /
ესენი პირველივე ტურში გავარდნენ....
juba
10:55 09-12-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული