ფეხბურთელების ფოტოსურათებით გამოცემამ კამპანიას ჩაუყარა საფუძველი, რომლის მიზანი სათესლე ჯირკვლის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაა. გამოცემა მამაკაცებს მოუწოდებს, დროულად გაიარონ შემოწმება ონკოლოგიურ დაავადებებზე.
კამპანიის სტარტზე "ვესტ ჰემი" შემთხვევით არ გააქტიურებულა - ამ გუნდის ფეხბურთელი დილან ტომბიდსი 20 წლის ასაკში, სათესლე ჯირკვლის სიმსივნით გარდაიცვალა.