"ვესტ ჰემის" ფეხბურთელები სათესლე ჯირკვლის კიბოსთან საბრძოლველად გაშიშვლდნენ

AutoSharing Option
ინგლისური საფეხბურთო კლუბ "ვესტ ჰემ იუნაიტედის" ცხრა ფეხბურთელმა ცნობილი გამოცემა The Sun-ის პარასკევის ნომრისთვის ფოტოსესიაში შიშვლად მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთელების ფოტოსურათებით გამოცემამ კამპანიას ჩაუყარა საფუძველი, რომლის მიზანი სათესლე ჯირკვლის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაა. გამოცემა მამაკაცებს მოუწოდებს, დროულად გაიარონ შემოწმება ონკოლოგიურ დაავადებებზე.

კამპანიის სტარტზე "ვესტ ჰემი" შემთხვევით არ გააქტიურებულა - ამ გუნდის ფეხბურთელი დილან ტომბიდსი 20 წლის ასაკში, სათესლე ჯირკვლის სიმსივნით გარდაიცვალა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული