ლონდონის "ჩელსიმ" ოსკარი გაიხანგრძლივა

AutoSharing Option
ოსკარმა "ჩელსისთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ბრაზილიელი შემტევი, რომელიც 9 სექტემბერს 23 წლის გახდა, "სან პაულუს" აღზრდილია, მაგრამ "ლურჯებში" 2012 წელს "ინტერნასიონალიდან" გადავიდა.

"სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებმა ოსკარ დოს სანტოს ემბოადა ჟუნიორში 19,35 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ოსკარს, რომელსაც კაკას ადარებდნენ, 11-ნომრიანი მაისურა მიაბარეს და მან თავიდანვე ვერა, მაგრამ პრემიერლიგას მალე აუღო ალღო და უდავოა, რომ უდიდესი პოტენციალის მქონე მოთამაშეა და ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს.

2012-13 წლების სეზონში ოსკარმა ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსს" ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა, რომელიც "ჩელსის" წლის
გოლად დასახელდა.

მას ბრაზილიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები - 15-წლამდელებიდან დაწყებული, ძირითადი გუნდის ჩათვლით. 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში კი ბრაზილიას პორტუგალიასთან თავისი ჰეთ-თრიქით მოაგებინა - 3:2.

"მე აქ უკვე ორი წელია ვთამაშობ და ძალიან ბედნიერი ვარ. "ჩელსიში" ყოფნა და ინგლისში ცხოვრება მომწონს და მიხარია, რომ კიდევ 5 წლით მაინც ვრჩები" - აღნიშნა ოსკარმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული