12:14 27-11-2014
ჟოზე მოურინიო: ტიტულებამდე მოვიცადოთ
AutoSharing Option
თუმცა ჟოზე მოურინიო ამბობს, რომ ეს ყველაფერი კარგია, რასაც ჯერჯერობით მისი კლუბი აღწევს, მაგრამ ტიტულებს სანამ არ მოიგებენ, ლონდონელების ცაში აყვანა ნაადრევია.
"ყველა გუნდს თავისი სახე აქვს. ხალხს უყვარს სხვადასხვა გუნდსა და მწვრთნელზე იარლიყების მიკერება. კარგ მწვრთნელს, პირველ რიგში, რეალობის მიღებისა და გარემოსთან შეგუების უნარი აქვს. დღევანდელი გუნდი საფუძვლიანად განსხვავდება 10 წლის წინანდელი "ჩელსისგან". იმისათვის, რომ უკეთესი გახდეს, დღევანდელ კლუბს გამარჯვებები ესაჭიროება.
ამ წუთისთვის ჩვენ არც ერთი ტიტული არ გვაქვს. ხარისხიანი და შედეგიანი თამაშის ჩვენება უნდა გავაგრძელოთ და გამარჯვებებისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. იმისთვის, რომ ისტორიაში შევიდეთ, ტიტულები გვჭირდება" - თქვა მოურინიომ.
გერმანულ კლუბთან მატჩი იმ კუთხითაც გამოირჩა, რომ 36 წლის დიდიე დროგბამ ევროთასებზე თავისი 50-ე გოლი გაიტანა. პირველი ევროპული ბურთი მან 2003 წლის სექტემბერში მადრიდის "რეალს" შეუგდო, როდესაც "მარსელში" ირიცხებოდა.
"ძალიან კარგად ვითამაშეთ, ჯგუფი მოვიგეთ და მერვედფინალის საგზური პირველი ადგილით გავინაღდეთ. ახლა გავიგე, რომ 50-ე გოლი გამიტანია ევროტურნირებზე. ახლაც ძალიან კარგად მახსოვს, ჩემი პირველი ბურთი "მარსელის" რიგებში "რეალს" გავუტანე. ამის მერე 10 წელი გავიდა და 50 გოლი მიგროვდება, ამის დაჯერება ძნელიც კია" - აღნიშნა ვეტერანმა კოტდივუარელმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული