ინგლისი. პრემიერლიგა. XIII ტური: კუმანი გამოცდაზე ჩაიჭრა [VIDEO]

AutoSharing Option
* სერხიო აგუერომ პრემიერლიგაში მე-100 მატჩი ითამაშა. არგენტინელმა თავი 2 საგოლე პასით გამოიჩინა.

* გაელ კლიშიმ "მანჩესტერ სიტის" მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

* სტივ ბრიუსმა მე-700 მატჩი ჩაატარა მწვრთნელის რანგში.

* რობერტო სოლდადომ მარტის მერე პირველად გაიტანა.


რონალდ კუმანის "საუთჰემპტონმა" პირველი გამოცდა წარმატებით ვერ ჩააბარა და "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა. "წმინდანებმა" მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს წინააღმდეგობა "ქალაქელებს", მერე კი მანუელ პელეგრინის ბიჭებმა იძალეს.

არადა, კუმანს აქამდე ამ სეზონში "სენტ მერიზე" არ წაეგო. სერხიო აგუერომ ამჯერად ვერ გაიტანა და თავისი მეასე მატჩი
პრემიერლიგაში გოლით ვერ აღნიშნა, მაგრამ ორი საგოლე გადაცემით კი გამოირჩა. სამაგიეროდ, მეორე ლიდერმა გამოიღვიძა - იაია ტურემ მორიგი მნიშვნელოვანი ბურთი შეაგდო.

თავი გამოიჩინა გაელ კლიშიმაც. ეს მისი პირველი გოლია "სიტის" მაისურით 86 მატჩში ("არსენალში" 187 თამაშში ასევე 1 გოლი ჰქონდა). ცალკე უნდა გამოვარჩიოთ ლეგენდარული ფრენკ ლამპარდის გოლიც. ეს ფრენკის 174-ე ბურთი გახლდათ პრემიერლიგაში და ეს ნახევარმცველი ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეოთხეადგილოსან ტიერი ანრის ოდენ ერთი გოლით ჩამორჩება.

ისევ ვერ აუღო ალღო პრემიერლიგას 32 მილიონ ფუნტად ნაყიდმა ელიაკიმ მანგალამ, იგი გააძევეს. გარდამტეხი კი, ალბათ, ის გახლდათ, რომ კუმანს მორგან შნედერლენის შეცვლა მოუხდა და მეორე ტაიმში "საუთჰემპტონმა" მეტოქის ნახევარდაცვის სიმძლავრეს ვეღარ გაუძლო.

კუმანი თამაშის მერე ამბობდა, დასანანია, მაგრამ არა უშავს, შეცდომებზე უნდა ვისწავლოთო. პელეგრინი კი ბედნიერი იყო, ჩილელი ძალიან ნერვიულობდა და მაიკ ჯონსისგან შენიშვნაც მიიღო, მაგრამ თამაშის მერე მსაჯს აქეთ მისცა შენიშვნა - აგუეროს ბარათი ვითომ სიმულაციისთვის ტყუილად უჩვენა, აგუერო არასდროს "ყვინთავსო". "სიტი" ამ მოგებით მეორე ადგილზე გადავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოურინიოს დანაკარგი
ლიდერთან სხვაობა შემცირებულია, რადგან "ჩელსიმ" ორი ქულა დაკარგა. "ლურჯებმა" არც გოლი გაუშვეს და არც წააგეს, მაგრამ ვერც გაიტანეს. "ლაითზე" "სანდერლენდმა" ჟოზე მოურინიო ისე ანერვიულა, როგორც ალბათ ამ სეზონში ვერავინ. "შავ კატებს" მართლაც ქება ეკუთვნით და პირადად გუსტავო პოიეტსაც, რომელმაც ყოფილ გუნდს არაფერი დაუთმო და კინაღამ აქეთ მოუგო. ეს ალბათ ლონდონელების ყველაზე უფერული მატჩი იყო სეზონში და პირველად მოხდა ისე, რომ მათ გოლი ვერ გაიტანეს, ხოლო "სანდერლენდმა" მე-13 მატჩში მე-8 ფრე ითამაშა.

მოურინიომ მატჩის შემდეგ კი თქვა, მხოლოდ ერთი გუნდი ცდილობდა მოგებას და ეს ჩვენ ვიყავითო, მაგრამ მას ალბათ დაავიწყდა, რომ ხარიხას, "ჩელსისა" არ იყოს, "სანდერლენდმაც" გაარტყა ბურთი. გარდა ამისა, დიეგო კოშტამ ყვითელი ბარათი მიიღო და ამის გამო შუა კვირაში "ტოტენჰემთან" დერბის გამოტოვებს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანხელის გარეშეც იფრინეს
თუ "ლაითზე" "ჩელსის" სრულიად მძიმე მატჩი ჰქონდა და სეზონის ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა, პირიქით მოხდა "ოლდ ტრაფორზე", სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი", თანაც დებიუტშივე დაშავებული ანხელ დი მარიას გარეშე დარჩენილი, დაფრინავდა. ასეთი დამაჯერებელნი ლუი ვან გაალის ბიჭები აქამდე არ ყოფილან. რობინ ვან პერსიმ და უეინ რუნიმ ლამაზი გოლები გაიტანეს, ანგარიში კი კრის სმოლინგმა გახსნა და ამ გოლის დროს ვიდეოგამეორების გამოყენება გახდა საჭირო.

ჰოლანდიელის ექსპერიმენტებმა ამჯერადაც გაამართლა, მაგრამ თან ისიც სათქმელია, რომ ასეთი უსუსური "ჰალი" იშვიათი სანახავია, როგორიც "ვეფხვები" ამჯერად იყვნენ. ასე ჩაუმწარდა სტივ ბრიუსს მე-700 მატჩი მწვრთნელის რანგში. აკი თამაშის მერე თქვა კიდეც - საშინელი დღე იყოო. ვან გაალი კი დი მარიას ტრავმაზე ნერვიულობდა. ექიმების თქმით, სერიოზული არაფერი ჩანს. ხოლო რუნისთვის ეს მე-7 გოლი გახლდათ "ჰალის" წინააღმდეგ ჩატარებულ მე-5 შეხვედრაში.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

როგორც იქნა!
უპრინციპულესი თამაში მოიგო "ტოტენჰემმა", რომელიც კევინ მირალასის ულამაზესი გოლის გამო "უაით ჰართ ლეინზე" მარცხდებოდა, მაგრამ კრისტიან ერიკსენმა გაათანაბრა; გამარჯვება კი გუნდს, იცით, ვინ მოუტანა? რობერტო სოლდადომ და ეს შეცდომა არ გეგონოთ, დიახ, ესპანელმა პირველი ტაიმის მიწურულს შეაგდო. ეს მარტის მერე მისი პირველი ბურთი იყო ჩემპიონატში. ჰარი კეინს არ გაუტანია, მაგრამ აქტიურობის გამო მაინც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ბოლოსკენ "ევერტონი" პენალტს ითხოვდა. მომენტი მართლაც საკამათო გახლდათ, მაგრამ თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნა. "დეზებს" უკვე 9 ქულა აქვთ დაგროვებული ისეთ შეხვედრებში, რომლებსაც აგებდნენ.

მოიგო "არსენალმაც", მაგრამ ფანების ნაწილი არსენ ვენგერის საწინააღმდეგო ბანერებით პოზირებდა - დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ წასვლის დროაო... ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას ფრანგმა თავი აარიდა. "მეთოფეებს" გამარჯვება დენი უელბეკმა მოუტანა, ვინც თავისი მეექვსე შეაგდო, ხოლო "ვესტ ბრომვიჩს" უკვე 300 წუთზე მეტია არ გაუტანია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სტოკს" "ენფილდზე" 1959 წლის მერე არ მოეგო და კრიზისში მყოფი "ლივერპულის" დამარცხებას ლამობდა. ბოიან კრკიჩმა ძელსაც გაარტყა ბურთი, მაგრამ საბოლოოდ ბრენდან როჯერსის გუნდმა წვალებით, მაგრამ მაინც იმარჯვა. გლენ ჯონსონმა საკუთარი ჯანმრთელობით გარისკა და თავგანწირულ ნახტომში ითამაშა დამატებაზე. შეჯახებისგან დაზარალებული მცველის მდგომარეობა თანაგუნდელებმა კიდევ უფრო დაამძიმეს, როდესაც თავზე დაახტნენ. ეს გლენის პირველი პრემიერლიგური გოლია 2012 წლის დეკემბრის მერე.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლესტერი" 504 წუთი უგოლოდ იყო და სტუმრად მხოლოდ 1 ჰქონდა გატანილი, ახლა კი ერთბაშად ორი შეაგდო, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ გამოდგა. "ქუინზ პარკმა" "მელიებს" უმნიშვნელოვანეს დუელში აჯობა და ისინი სექტემბრის მერე მოუგებლები დატოვა. ჰარი რედნაპს გამარჯვება მთავარმა მეგოლემ, ჩარლი ოსტინმა მოუტანა. მატჩი მართლაც მხიარული გამოდგა, ორივე გუნდმა ჯამში 52(!)-ჯერ დაარტყა კარისკენ.

როი კინმა "ასტონ ვილაში" პოლ ლამბერტის ასისტენტის პოსტი დაკარგა და მარტო დარჩენილმა ლამბერტმა ჯო კოული ძირითად შემადგენლობაში დააყენა. არც შემცდარა - "პატარა ჯომ" შეაგდო და ბირმინგემელებს სულ რამდენიმე წუთი დააკლდათ 8-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტამდე, "ბარნლიმ" ქულა მატჩის მიწურულს პენალტით გადაარჩინა.

1:1 დამთავრდა "სუონსისა" და "კრისტალ პალასის", უფრო სწორად კი, "თეთრი გედებისა" და "არწივების" დუელიც. "ლიბერთი სთედიუმის" ბინადრებმა, უპირატესობის მიუხედავად, ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლეს და ორი ქულა დაკარგეს. ვილფრიდ ბონიმ 2014 წელს თავისი მე-18 გოლი გაიტანა, რაც პრემიერლიგაში ამჟამად საუკეთესო მაჩვენებელია. მილე იედინაკს კი უკანასკნელ 8 შეხვედრაში მე-5 ბურთი მოუგროვდა. არადა, წინა სეზონში 38-ივე თამაშში მიიღო მონაწილეობა და მარტო ერთხელ იხეირა.

პრემიერლიგა. XIII ტური
29 ნოემბერი
ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 0:1
გოლი: 0:1 უელბეკი (60)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - უიზდომი, დოუსონი, ლესკოტი, პოკონიოლი (75. გამბოა) - მულუმბუ (65. ანიჩებე), გარდნერი - სესენიონი (76. სამარასი), დორანსი, ბრანტი - ბერაჰინო
არსენალი (4-2-3-1): დ. მარტინესი - ჩემბერსი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი (23. გიბსი) - ფლამინი, რემზი - კასროლა, სანჩესი, უელბეკი - ჟირუ (78. ოქსლეიდ-ჩემბერლენი)
გაფრთხილება: დორანსი, გამბოა - ოქსლეიდ-ჩემბერლნი
კუთხური: 4-4 ჯარიმა: 9-10 თამაშგარე: 4-1 კარში დარტყმა: 9(1)-17(5) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 24 228

ვესტ ჰემი- ნიუკასლი 1:0
გოლი: 1:0 კრისუელი (56)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი - ჯენკინსონი, ტომკინსი, კოლინსი, კრისუელი - ნოუბლი, კუიატე (85. ნოლანი) - ჯერვისი (70. სარატე), მ. ამალფიტანო, დაუნინგი - კეროლი
ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი - იანმაატი (74. ს. ტეილორი), უილიამსონი, დამეტი, ჰაიდარა - ტიოტე (63. სისე), კოლბეკი - სისოკო, გუფრანი (63. კაბელია), ს. ამეობი - ა. პერესი
გაფრთხილება: ნოუბლი, მ. ამალფიტანო - უილიამსონი, კოლბეკი, სისოკო, სისოკო
გაძევება: სისოკო (76)
კუთხური: 6-2 ჯარიმა: 9-16 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 12(3)-7(1) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 34 977

ქპრ-ლესტერი 3:2
გოლები: 0:1 კამბიასო (4), 1:1 მორგანი (37-ს.კ-ში), 2:1 ფერი (45), 2:2 შლუპი (67), 3:2 ოსტინი (73)
ქპრ (4-4-1-1): გრინი - ისლა, ონუოჰა, კოლკერი, იუნი (51. ა. ტრაორე) - ჰენრი, სანდრო, კრანჩარი (90+1. ჰოილეტი), ბარტონი, ფერი - ვარგასი (76. მატჩი) - ოსტინი
ლესტერი (4-4-2): კ. შმეიხელი - დე ლაეტი, ვასილევსკი, მორგანი, კონჩესკი - მაჰრეზი (60. ოლბრაიტონი), კამბიასო (89. კინგი), ჯეიმსი, შლუპი - ულოა (60. ნიუჯენტი), ვარდი
გაფრთხილება: იუნი, ოსტინი, გრინი - ნიუჯენტი, ოლბრაიტონი
კუთხური: 11-5 ჯარიმა: 8-17 თამაშგარე: 3-6 კარში დარტყმა: 32(6)-20(5) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 18 054

ბარნლი-ასტონ ვილა 1:1
გოლები: 0:1 ჯ. კოული (38), 1:1 ინგსი (87-პენ.)
ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი - ტრიპიერი, კინი, შეკელი, უარდი - ბოიდი, მარნი, ჯონსი, კაითლი - ბარნსი - ინგსი
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ჰატონი, ოკორე, კლარკი, სისოხო - კლევერლი, ვესტვუდი, კ. სანჩესი - ჯ. კოული, აგბონლაჰორი, ვაიმანი
გაფრთხილება: კაითლი, მარნი, ბარნსი - კლევერლი, ჰატონი, ოკორე
კუთხური: 1-5 ჯარიმა: 8-8 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 11(4)-18(7) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 19 910

სუონსი-კრ. პალასი 1:1
გოლები: 1:0 ბონი (15), 1:1 იედინაკი (25-პენ.)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ანხელ რანხელი, ბარტლი, უილიამსი, ნ. ტეილორი - კი, შელვი - რუტლეჯი (65. ბეროუ), სიგურდსონი, მონტერო - ბონი (75. გომისი)
კრ. პალასი (4-4-1-1): სპერონი - უარდი, დანი, ჰანგელანდი, კელი - პანჩონი (81. ზაჰა), იედინაკი, ლედლი, ბოლაზი - შამახი (66. ფ. კემპბელი) - გეილი (21. მაკარტური)
გაფრთხილება: - შამახი, მაკარტური
კუთხური: 4-6 ჯარიმა: 6-12 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 18(4)-11(5) ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 20 240

მანჩესტერი-ჰალი 3:0
გოლები: 1:0 სმოლინგი (16), 2:0 რუნი (42), 3:0 ვან პერსი (66)
მანჩესტერი (4-4-2): დე ხეა - ვალენსია (74. დ. ფლეტჩერი), როხო, სმოლინგი, იანგი - კერიკი, ფელაინი, მატა, დი მარია (14. ერერა) - რუნი, ვან პერსი (70. ფალკაო)
ჰალი (3-4-1-2): მაკგრეგორი - ჩესტერი, დოუსონი, დევისი - ელმოჰამადი, დიამე (75. ქუინი), ბრედი (75. მეილერი), რობერტსონი - ლივერმორი - ბენ არფა (35. ალუკო), იელავიჩი
გაფრთხილება: ფელაინი, როხო - ჩესტერი, დოუსონი
კუთხური: 7-0 ჯარიმა: 12-12 თამაშგარე: 5-2 კარში დარტყმა: 12(6)-4(2) ბურთის ფლობა: 77%-23%
მაყურებელი: 75 345

ლივერპული-სტოკი 1:0
გოლი: 1:0 გ. ჯონსონი (85)
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - გ. ჯონსონი, შკრტელი, კ. ტურე, ხოსე ენრიკე - ლუკასი (75. ჯერარდი), ალენი - კოუტინიო (88. ლოვრენი), ჰენდერსონი, სტერლინგი - ლამბერტი
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კამერონი, შოუკროსი, უილსონი, პიტერსი - ნ’ზონზი, სიდუელი (22. უელანი; 46. ადამი) - უოლტერსი, ბოიანი, არნაუტოვიჩი (88. კრაუჩი) - დიუფი
გაფრთხილება: - უილსონი, კამერონი, შოუკროსი
კუთხური: 5-5 ჯარიმა: 11-9 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 16(3)-13(4) ბურთის ფლობა: 47%-53%
მაყურებელი: 44 735

სანდერლენდი-ჩელსი 0:0
სანდერლენდი (4-1-4-1): პანტილიმონი - ვერხინი, ო’ში, ბრაუნი, რევეიერი - კატერმოლი - ა. ჯონსონი, ლარსონი, როდუელი (62. ხ. გომესი), ვიკჰემი - ს. ფლეტჩერი (62. ალტიდორი)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - მატიჩი, ფაბრეგასი - ვილიანი (85. შურლე), ოსკარი (76. დროგბა), აზარი - დიეგო კოშტა (76. რემი)
გაფრთხილება: ო’ში, ვერხინი, ხ. გომესი - დიეგო კოშტა, მატიჩი
კუთხური: 15-0 ჯარიმა: 7-9 თამაშგარე: 5-2 კარში დარტყმა: 21(8)-5(1) ბურთის ფლობა: 74%-26%
მაყურებელი: 45 232

30 ნოემბერი
საუთჰემპტონი-სიტი 0:3
გოლები: 0:1 იაია ტურე (51), 0:2 ლამპარდი (80), 0:3 კლიში (88)
საუთჰემპტონი (4-3-3): ფორსტერი - კლაინი, ჟოზე ფონტე, ალდერვეირელდი, ბერტრანი - ვანიამა, შნედერლენი (46. იოშიდა), დევისი (82. მაიუკა) - მანე (68. ლონგი), ტადიჩი პელე
სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, მანგალა, კლიში - ფერნანდინიო, ნავასი (76. დემიკელისი), იაია ტურე, ნასრი (65. ლამპარდი) - იოვეტიჩი (55. მილნერი), აგუერო
გაფრთხილება: ვანიამა - აგუერო, მანგალა, მანგალა, კომპანი
გაძევება: მანგალა (74)
კუთხური: 8-6 ჯარიმა: 10-13 თამაშგარე: 5-0 კარში დარტყმა: 13(4)-15(6) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 30 919

ტოტენჰემი-ევერტონი 2:1
გოლები: 0:1 მირალასი (15), 1:1 ერიკსენი (21), 2:1 სოლდადო (45+1)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - კირიკეში (70. დაიერი), ფასიო, ვერტონგენი, დევისი - ბენთალები, მეისონი - ერიკსონი, კეინი, ლენონი (61. Lამელლა) - სოლდადო (81. პაულინიო)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - კოულმენი, დისტენი, ჯაგიელკა, ბეინსი - ბეშიჩI, ბერი - მირალასი (61. მაკგიდი), ეტო’ო (61. ოსმანი), ბარკლი - ლუკაკუ
გაფრთხილება: კირიკეში, ლამელა, დევისი, ბენთალები, ერიკსენი - მირალასი
კუთხური: 3-4 ჯარიმა: 15-5 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 13(6)-10(5) ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 35 901

ბომბარდირები: 12 - სერხიო აგუერო (სიტი); 11 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 8 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 7 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი), ჩარლი ოსტინი (ქპრ)

მომდევნო ტური
2 დეკემბერი:
ბარნლი-ნიუკასლი, ლესტერი-ლივერპული, მანჩესტერი-სტოკი, სუონსი-ქპრ, კრ. პალასი-ასტონ ვილა, ვესტ ბრომვიჩი-ასტონ ვილა

3 დეკემბერი:
არსენალი-საუთჰემპტონი, ჩელსი-ტოტენჰემი, ევერტონი-ჰალი, სანდერლენდი-სიტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული